რუსული მედიის თანახმად, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის კონტრშეტევის გამო, ტრადიციული „პირდაპირი ხაზი“ გადადო.
„კომერსანტის“ თანახმად, ზედიზედ მეორე წელია, რაც ივნისში არ ჩატარებულა ღონისძიება, სადაც რიგითი მოქალაქეები რუსეთის ლიდერს ყოველდღიური პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.
რამდენიმე ძირითადი პოლიტიკური მოვლენა, რომელშიც პუტინი მონაწილეობდა, გადაიდო, ან საერთოდ გაუქმდა. გასულ წელს პუტინს არ გაუმართავს არც ყოველწლიური პრესკონფერენცია.
„კომერსანტმა“ აღნიშნა, რომ კრემლს სურს სატელევიზიო მიმართვა იქამდე, ვიდრე ამ წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიას დაიწყებს. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 2024 წლის 17 მარტს გაიმართება.