თურქეთი მთვარეზე პირველი მისიის შესრულებას 2023 წლისთვის გეგმავს

თურქეთი მთვარეზე მისიის შესრულებას 2023 წელს გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„პირველი მისია შესრულდება ჩვენი ეროვნული და აუთენტური ჰიბრიდული რაკეტით, რომელიც ორბიტაზე 2023 წლის ბოლოს გავა“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

გასულ თვეში, ერდოღანი ესაუბრა Tesla-ს და SpaceX- ის უფროსს, ელონ მასკს, თურქულ კომპანიებთან კოსმოსურ ტექნოლოგიებში შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.