ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 544 ადამიანს დაუდასტურდა, 469 გამოჯანმრთელდა, 5 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 244 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 11 615 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 629 PCR ტესტით.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 263 601 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 255 385, გარდაიცვალა 3 311 პაციენტი.
9 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.98%-ია. ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.41%.
544 ახალი შემთხვევიდან 226 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 29, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 43, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
მძიმე პაციენტები: 471. მათგან თბილისში მკურნალობს 198, აჭარაში - 49, იმერეთში - 116.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე:133. მათგან თბილისში - 96, აჭარაში - 6, იმერეთში - 18.
316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 153 - თბილისში, 152 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 469 კი ბინაზე მკურნალობს. კარანტინის რეჟიმშია 421, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2 094. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 316 მოქალაქე.