524 მგზავრი საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას შეეცადა, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა აღკვეთეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქმოქმედებიდან მესამე დღეს, კახა კალაძემ სტატისტიკა წარმოადგინა.
„524 მგზავრი შეეცადა პირბადის გარეშე ასვლას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რაც ჩვენმა თანამშრომლებმა აღკვეთეს და მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ. 3 790 მიეცა გაფრთხილება პირბადის არასწორად ტარების გამო. ძირითადად, ცხვირზე არ ჰქონდათ აფარებული. ჩამოწეული პირბადთ იყვნენ და გაფრთხილება მიეცათ.
საპატრულო პოლიციის გამოძახება მხოლოდ ერთხელ დაგვჭირდა, რადგან პირბადეს არ იკეთებდა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ერთ შემთხვევაში არ დაიძრა ავტობუსი, რადგან მგზავრი მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა“, - განაცხადა კალაძემ.