კანადა, რუსეთის აგრესიის კონტექსტში უკრაინის კულტურული ძეგლების, დაწესებულებებისა და იდენტობის ნგრევაში მონაწილე რიგ ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებ სანქციებს უწესებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ეს ნაბიჯი პასუხია რუსეთის მცდელობებზე, გაანადგუროს უკრაინული კულტურული ძეგლები, ინსტიტუტები და იდენტობა.
თავის მხრივ, კანადის მთავრობის ცნობით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ათასობით უკრაინული კულტურული არტეფაქტია დაკარგული ან მოპარული რუსეთის ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მანამდე კი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის მცდელობის დროს.
„უკრაინის იდენტობის წაშლის მცდელობისას, რუსეთმა, გავრცელებული ინფორმაციით, უკანონოდ გამოიტანა არტეფაქტები უკრაინიდან და დააზიანა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები“, - იუწყება კანადის მთავრობა.
მისივე თანახმად, კანადა სანქციებს უწესებს რუსეთის მიერ უკრაინული კულტურული ობიექტების ქურდობასთან დაკავშირებულ პირებს.
სანქცირებული პირების სიაში შედიან უკრაინელებიც, რომლებიც მუშაობენ მუზეუმებსა და სხვა კულტურულ ცენტრებში და თანამშრომლობდნენ რუსეთთან. სანქციები ასევე მოიცავს ახლად შექმნილ სუბიექტებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორიცაა, ე.წ. განათლებისა და კულტურის სამინისტროები, ასევე, ზომები შეეხება კერძო სამხედრო კომპანიებთან დაკავშირებულ პირებს და სუბიექტებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან.
შეგახსენებთ, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო და ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი უკრაინაში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდნენ. ეს ტრუდოს მეორე ვიზიტია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან.
- ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“
- რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
- რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი