"საზოგადოებრივი ზონალურ-პარკირების გადასახადი 10 თებერვლიდან აღდგება", - ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა პანდემიის გამო, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაც არ ფუნქციონირებდა, შესაბამისად, ავტომფლობელებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა. რადგან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა განაახლა მუშაობა, საზოგადოებრივი ზონალურ-პარკირების გადასახადი 10 თებერვლიდან აღდგება“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირება ისევ იმ არეალებში ამოქმედდება, რომლებიც აქამდე იყო განსაზღვრული.
კერძოდ, ორბელიანის მოედანზე, ბარათაშვილის ქუჩაზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე, აბანოთუბანში, პეკინის გამზირზე, მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეულ ნაწილსა და ვაკის რაიონში.