12 ივნისის დილის მდგომარეობით, ხერსონის ოლქში, წყლის დონე 3 მ 29 სმ-მდე დაეცა, ხოლო მიკოლაივში წყლის დონე, ღამით 6 სმ-ით შემცირდა.
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შედეგებზე რეაგირების მეშვიდე დღეა.
ამ დროისთვის წყალი აგრძელებს კლებას, უკვე მიაღწია 3 მ 29 სმ-ს და გუშინდელთან შედარებით, 64 სმ-ით არის შემცირებული.
46 ქალაქი, დაბა და სოფელი დატბორილი რჩება - 32 მარჯვენა სანაპიროზე და 14 - მარცხენა სანაპიროზე (რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია).
გათავისუფლებულ ტერიტორიაზე 3801 სახლი დაიტბორა. მარჯვენა სანაპიროზე დატბორილი ადგილებიდან 2743 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 228 ბავშვი და 77 შეზღუდული გადაადგილების მქონე ადამიანი.
„მხოლოდ ხერსონიდან 2318 ადამიანის ევაკუაცია განვახორციელეთ. მარცხენა სანაპიროზე ვითარება კვლავ კრიტიკულია. რუსები ევაკუაციას ბლოკავენ და თვითონ არ ახორციელებენ. ისინი ასევე ცეცხლის გახსნით გვიშლიან ხელს ჩვენი ხალხის გადარჩენაში. ჩვენი სამაშველო ოპერაცია მარცხენა სანაპიროზე გრძელდება. იქიდან უკვე 112 ადამიანი გამოვიყვანეთ. მე არ შემიძლია ყველა დეტალის გამხელა“, - ამბობს პროკუდინი უკრაინული მედიის ცნობით.
- ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“
- რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
- რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი