გურიაში ავტომობილი ხევში გადავარდა

გურიაში, აცანა-მამათის გზაზე ავტომობილი ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცოლი და ოთხი შვილი კი მძიმედ დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.