იენს სტოლტენბერგი: NATO-მ შავი ზღვის რეგიონში თავისი როლი გააძლიერა

„NATO-მ შავი ზღვის რეგიონში თავისი როლი გააძლიერა“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიჰალასთან, ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გენერალურმა მდივანმა და პრემიერ მინისტრმა სხვა საკითებთან ერთად განიხილეს უკრაინასა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა NATO-ს სრული მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-მ გააძლიერა თავისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში.

ამავე თემაზე: უკრაინას სურს, რომ NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოსთან ერთად მიიღოს