2020 წელს საქართველოში 4 999 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
4 999 შემთხვევიდან 137 სიმთვრალით იყო გამოწვეული. ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, სულ 6 640 მოქალაქე დაზიანდა, ხოლო 450 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 2019 წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირებულია. 2019 წლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 5 839 იყო, დაზარალებულთა რაოდენობა – 7 921, დაღუპულთა რაოდენობა კი – 481.