"პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. მე თვითონაც ვმართავ მანქანას, მყავს სკუტერიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენიც კი", - აცხადებს "მოქალაქეების" ერთ-ერტი წევრი, ლევან იოსელიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ვიცე-სპიკერად აირჩიეს.
როგორც იოსელიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში აღნიშნა, პარლამნტის ვიცე-სპიკერის პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება...
"პრივილეგიებით სარგებლობას არ ვაპირებ. არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო. მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანაში, სადაც უამრავი პრობლემაა და ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და პანდემიის გამო ასეთ მდგომარეობაშია ეკონომიკა, ჩემი პრივილეგიებით სარგებლობა უხერხულობა იქნება...
მე ვცხოვრობ საბურთალოზე, იმისთვის, რომ მივიდე რუსთაველზე, არ მჭირდება მანქანა და მძღოლი. მე თვითონაც ვმართავ მანქანას. მყავს სკუტერიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხენიც კი. ასე რომ, ყველგან შემიძლია მივიდე სახელმწიფოს დახმარების გარეშე", - განაცხადა იოსელიანმა.