13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა.
სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო, მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი.
წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.
უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა.
ამათან, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია.