საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება.
ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ აუდიენცია ხვალ, 14 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება. უცნობია იქნება თუ არა საერთო განცხადება ან პრესკონფერენცია შეხვედრის შემდეგ.