ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაური 14 ივნისს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.

საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში - „ევროპალია“.