აზერბაიჯანის, სომხეთისა და მოლდოვის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მონაწილეობით, საქართველოში ფართომასშტაბიანი საერთაშორისო წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მაშველების წვრთნები 16 ივნისამდე გაგრძელდება.
წვრთნები ევროკავშირის საექსპერტო და ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ეგიდით ტარდება.
სწვალების დროს შემუშავდება წინასწარ მომზადებული ტყის ხანძრის სცენარები.
მათი მიზანია, მასშტაბური სტიქიური უბედურებების დროს, შესაბამისი კოორდინაციისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა. წვრთნებში საავტომობილო ტექნიკა და ავიაცია ჩაერთვება.