უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ცნობით, რუსების მეირ, კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, ხერსონის ეპარქიის შვიდი ეკლესია დაზიანდა და დაიტბორა
„ეკლესია დატბორილია - წყალი ანგრევს როგორც თვით ეკლესიის შენობას, ასევე საეკლესიო ჭურჭელს, ავეჯსა და ხატებს. დაზარალდა ეკლესიის საცხობიც, რომელშიც დაზარალებული ხერსონელებისთვის პურს აცხობდნენ“, - ნათქვამია ეკლესიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.