ევროპოლმა 10 ჰაკერი დააკავა, რომლებსაც ბრალად 100 მილიონი დოლარის მოპარვა ედებათ

Reuters-ის ცნობით, ჰაკერული დაჯგუფების 10 წევრი დააკავა Europol-მა, რომლებსაც ბრალად მთლიანობაში კრიპტოვალუტით 100 მილიონი დოლარის მოპარვა ედებათ.

ჰაკერების სამიზნე სხვადასხვა ცნობილი პირი, მათ შორის სპორტსმენები, ბლოგერები, მუსიკოსები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ, გამოცემის ცნობით, კიბერშეტევა ტელეფონზე წვდომის შემდეგ ხდებოდა.

Europol-ის განცხადების თანახმად, საგამოძიებო მოქმედები რამდენიმე ქვეყანასა და კონტინენტზე მიმდინარეობდა.