„პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ კანონში ცვლილებები შევიდა

79 ხმით, პარლამენტმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო პაკეტის რედაქციულ ცვლილებებზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

კანონპროექტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების უკვე არსებულ საფუძვლებს, ახალი საფუძველი დაემატება. კერძოდ, შესაძლებელი იქნება წვევამდელის ან/და რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების დამუშავება, რაც სამხედრო ვალდებულებისგან ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისთვის იქნება გამოყენებული.