გაეროს კონფიდენციალური მოხსენება პრესისთვის ხელმისაწვდომელი გახდა. გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად ჩრდილოეთ კორეაზე დაწასებული არაერთი სანქციისა, ავტოკრატიული რეჟიმი საკუთარ ბირთვულ და სარაკეტო შესაძლებლობებს მსოფლიოს მასშტაბით განხორციელებული კობერთავდასხმების გზით აფინანსებდა. ინფორმაციას VOA ავრცელებს.
მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინის რეჟიმი სამხედრო ხარჯებს კიბერთავდასხმებითა და ინტერნეტთაღლითობით მოპოვებული 300 მილიონი დოლარით ფარავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოხსენება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს, ჩრდილოეთ კორეის სანქციების კომიტეტის დამოუკიდებელმა დამკვირვებელმა შეადგინა და მედიაში სამშაბათს გაავრცელა.
"სანქციები ყოველდღიურ ცხოვრებას ურთულებს მშვიდობიან მოქალაქეებს და არ აქვს გავლენა ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკის ცვლილებაზე", - აცხადებს ანალიტიკოსი, სოჯინ ლიმი.
მედია წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განსხვავებული მიდგომის დანერგვას ეცდება კიმ ჩენ ინის წინააღმდეგ. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ახალი ადმინისტრაცია აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებით გადახედავს.