დონალდ ტრამპი ფორმალურად მეორედ დააკავეს

აშშ-ის ყოფილპრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეზე სასამართლოში მივიდა, სადაც ფორმალურად დააკავეს.

CNN-ი წერს, რომ ტრამპი ფლორიდას შტატის ქალაქ მაიამის ფედერალური სასამართლოს შენობაში მივიდა, სადაც იგი ფორმალურად დააკავეს საიდუმლო დოკუმენტებთან არასათანადოდ მოპყრობის საქმესთან დაკავშირებით.

ტრამპის დაკავების შემთხვევა ფორმალური პროცედურაა, ამიტომ ყოფილ პრეზიდენტს ბორკილები არ დაადეს და „დაკავების ფოტო” არ გადაუღეს.

სასამართლომ მოსმენის დროს ნებისმიერი ტრანსლაცია, ასევე ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალა.

მას ფორმალური დაკავებიდან გაათავისუფლებენ და ტრამპი საკუთარი მხარდაჭერების წინაშე დაანონსებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

დონალდ ტრამპი 37-ვე ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.


მაიამის სასამართლოში, მაგისტრატმა მოსამართლე ჯონათან გუდმანმა ტრამპს მის წინააღმდეგ წაყენებული 37 ბრალდება წარუდგინა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს - იუსტიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელია.

ასევე წაიკითხეთ:

დონალდ ტრამპი ბრალის წარდგინების პროცესის დროს ფორმალურად დაკავებულია