ენათმეცნიერი თამაზ გამყრელიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა.
თამაზ გამყრელიძე აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძველი აღმოსავლეთის ენების, ინდოევროპული, სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხების თვალსაჩინო მკვლევარი იყო.
გამყრელიძე, — პროფესორი 1964 წლიდან და აკადემიკოსი 1974 წლიდან, — 2005-2013 წლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი იყო.
მას არაერთი ეროვნული თუ უცხოური ჯილდო აქვს მიღებული.