მიშელი ღარიბაშვილს: სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს.

„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში, ბატონო ღარიბაშვილო.

ისტორიული ევროპული პერსპექტივით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, საქართველოს ახალი ტრაექტორია განსაზღვროთ თაობებისთვის.

სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს.

საქართველოს ხალხისთვის”, - წერს შარლ მიშელი.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”, - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი.