"Eternity-2023" - ბაქოში კომპიუტერული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები გაიმართა, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, ასევე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
მისივე თანახმად, სწავლება ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო ადმინისტრაციის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრში ჩატარდა. წვრთნებზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვის ორგანიზების ამოცანები შესრულდა.
საერთაშორისო წვრთნების მთავარი მიზანია სამი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და თავსებადობის უზრუნველყოფა. გასულ წელს წვრთნები თურქეთში, 22-28 ოქტომბერს გაიმართა.