საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. თავდაცვის უწყების ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც NATO-ს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გახსნა. ლოიდ ოსტინმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე და უკრაინის თავდაცვითი და საწვრთნელი საჭიროებების შესახებ ისაუბრა. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2021 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.