აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რაც მოიცავს სერბეთის მიერ დაკავებული სამი კოსოვოელი პოლიციელის უპირობო გათავისუფლებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.