თეგი: კოსოვო

კოსოვოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენს NATO-ში გასაწევრიანებლად დახმარება სთხოვა

კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ ჯო ბაიდენს თხოვნით მიმართა, რომ NATO-ს წევრ ქვეყნებში ვაშინგტონის გავლენა გამოიყენოს და მის ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებაში დაეხმაროს. ამის შესახებ Reuters წერს.  „კოსოვოს NATO-ში გაწევრიანება იმპერატივი გახდა. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს რწმენასა და მოლოდინს, რომ აშშ გამოიყენებს ლიდერის პოზიციასა და გავლენას კოსოვოს NATO-ში გაწევრიანების კომპლექსური პროცესის აქტიურად მხარდასაჭერად“, - ნათქვამია კოსოვოს პრეზიდენტის წერილში. ვიოსა ოსმანი აღნიშნავს, რომ კოსოვო რუსეთის მხრიდან მუდმივი სამიზნეა, რათა ძირი გამოუთხაროს ამ ქვეყანას და დასავლეთ ბალკანეთში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. 

სერბეთის პრეზიდენტი: დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ ვაღიაროთ კოსოვო

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა მოქალაქეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, რომ სერბეთმა აღიაროს კოსოვო. ამის შესახებ, Anadoly წერს.  ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთი დიდი პრობლემის წინაშეა, რადგან დასავლეთის ქვეყნების მოთხოვნა კოსოვოს აღიარების შესახებ კიდევ უფრო გაღრმავდება. მისი თქმით, ქვეყანაში ვითარება უარესდება, რაზეც გავლენას ახდენს „რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც კოსოვოს საკითხს განსხვავებულად უყურებს“. „ჩვენ ბევრი მოლაპარაკება გავმართეთ კოსოვოს საკითხზე, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე ოფიციალურ პირებთან პრიშტინიდან. მაგრამ მას შემდეგ, რაც კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტმა ადმინისტრაცია გადაიბარა, კოსოვოში სერბებზე თავდასხმები გახშირდა“, - აღნიშნა ვუჩიჩმა. ვუჩიჩის შეფასებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ კოსოვოს რუსეთი აღიარებს. ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ევროკავშირის მიმართულებით მტკიცე ნაბიჯებს დგამს. სერბეთის ლიდერმა, ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში 90-დღიან სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოღებას არ გამორიცხავს. პუტინის თქმით, დასავლეთის ქვეყნები ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას და საერთაშორისო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კოსოვოს შესახებ მაგალითს აძლევს დონბასს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინული დონბასისთვის კოსოვოს მაგალითის თავისებურმა წარმოდგენამ სერბეთში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. კერძოდ, დაიბეჭდა სტატიები სათაურით, რომ „პუტინმა სერბეთს ზურგში დანა ჩაარტყა“. 

კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა დღეს ჩრდილოეთ კოსოვოში ისროლეს. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა. გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ დახურულია სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო. მედია: კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. NATO-მ კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება გააძლიერა შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ კოსოვოს არმია შუაღამისას გეგმავს ქვეყანაზე თავდასხმას, იტყობინება გამოცემა Danas-ი. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ ვითარებაში, ვიდრე დღეს. რატომ ვამბობ ამას? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენით", - განაცხადა ვუჩიჩმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე სროლების ხმა ისმოდა. ადგილობრივი დროით 18:00 საათის შემდეგ, ქალაქში საჰაერო თავდასხმის მომასწავებელი სირენები ხმა გაისმა, სერბები კოსოვოს ჩრდილოეთით, ბარიკადებს აშენებენ, გზები გადაკეტილია. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა. გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.

სერბეთი მის არმიასა და კოსოვოს პოლიციას შორის შეტაკების შესახებ ცნობებს უარყოფს

სერბეთი მის არმიასა და კოსოვოს პოლიციას შორის სასაზღვრო კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ Anadolu წერს.  „არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე დაშავდა. მივმართავთ ყველა მოქალაქეს და მედიას, არ აჰყვნენ ყალბ ამბებს, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციას და პანიკას იწვევს“, - ნათქვამია კოსოვოს პოლიციის განცხადებაში.  სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კოსოვოს მთავრობა დიდი რაოდენობით დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის ყალბი ანგარიშების საშუალებით სოციალურ მედიაში. „სავარაუდოდ, იყო გარკვეული კონფლიქტები სერბეთის არმიასა და ე.წ. კოსოვოს პოლიციას შორის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ სერბეთის არმია „არანაირად არ შესულა კოსოვოს ტერიტორიაზე". სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ ვითარებაში, ვიდრე დღეს. რატომ ვამბობ ამას? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენით", - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე სროლების ხმა ისმოდა, ჩაირთო განგაშის სიგნალი. სერბები კოსოვოს ჩრდილოეთით, ბარიკადებს აშენებენ, გზები გადაკეტილია. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ასევე შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სერბეთის პროგრესული პარტიის წევრმა, ვლადიმირ ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების დენაციფიკაცია. ცნობისთვის, ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.  

მედია: კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა

გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად ჯერ არ არის დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. NATO-მ კოსოვო-სერბეთის საზღვარზე პატრულირება გააძლიერა შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.

ამერიკის ელჩი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კოსოვოში ჯეფრი ჰოვენიერმა კოსოვოს მთავრობას მოუწოდა, სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელება 30 დღით გადადოს. „მე ვთხოვე  ალბინ კურტის მთავრობას, გადადოს ამ გადაწყვეტილების შესრულება 30 დღით. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ბარიკადების ჩამოყალიბებას, მხარეებს შორის დიალოგის გზა უნდა მოიძებნოს", - განუცხადა ჰოვენიერმა მედიას კოსოვოს პრემიერსა და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. სერბეთი მის არმიასა და კოსოვოს პოლიციას შორის სასაზღვრო კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. „არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე დაშავდა. მივმართავთ ყველა მოქალაქეს და მედიას, არ აჰყვნენ ყალბ ამბებს, რომლებიც სიტუაციის დესტაბილიზაციას და პანიკას იწვევს“, - ნათქვამია კოსოვოს პოლიციის განცხადებაში.  სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კოსოვოს მთავრობა დიდი რაოდენობით დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის ყალბი ანგარიშების საშუალებით სოციალურ მედიაში. „სავარაუდოდ, იყო გარკვეული კონფლიქტები სერბეთის არმიასა და ე.წ. კოსოვოს პოლიციას შორის", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ სერბეთის არმია „არანაირად არ შესულა კოსოვოს ტერიტორიაზე". სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ იმაზე რთულ ვითარებაში, ვიდრე დღეს. რატომ ვამბობ ამას? პრიშტინის რეჟიმი ცდილობს, გამოიყენოს მსოფლიოში არსებული განწყობა საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენით", - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე სროლების ხმა ისმოდა, ჩაირთო განგაშის სიგნალი. სერბები კოსოვოს ჩრდილოეთით, ბარიკადებს აშენებენ, გზები გადაკეტილია. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო. „მომავალი დღეები შეიძლება, რთული იყოს. ჩვენ წინაშეა სერბული შოვინიზმის გამოვლინება, რომელიც კარგად ვიცით", - განაცხადა კოსოვოს პრემიერმა. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ასევე შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სერბეთის პროგრესული პარტიის წევრმა, ვლადიმირ ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების დენაციფიკაცია. ცნობისთვის, ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.

NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აკვირდებიან. ჩაერევიან, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება

NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება, – ამის შესახებ NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების პრესრელიზშია ნათქვამი. ამერიკის ელჩი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა განცხადების თანახმად, კოსოვოს საერთაშორისო ძალები ფოკუსირებულია გაერო-ს მანდატის ყოველდღიურად განხორციელებაზე კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის. მათივე ცნობით, NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთაური მუდმივ კონტაქტზეა კოსოვოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან და სერბეთის თავდაცვის სამინისტროსთან. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს „NATO კვლავ აქტიურად უჭერს მხარს პრიშტინას და ბელგრადს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ევროკავშირის შუამავლობით და მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, შიდა რეფორმებისა და კარგი მეზობლური ურთიერთობების გარეშე, ბალკანეთში უკეთესი მომავლის პერსპექტივა არ არსებობს. კოსოვოს საერთაშორისო ძალები მიიღებს ყველა საჭირო ზომას კოსოვოში უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.  კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ასევე შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სერბეთის პროგრესული პარტიის წევრმა, ვლადიმირ ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების დენაციფიკაცია. ცნობისთვის, ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.  

კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო

კოსოვოს მთავრობამ, სერბეთთან საზღვრის გადასაკვეთად დროებითი დოკუმენტების გაცემა და კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბთა ავტომანქანების სანომრე ნიშნების ადგილობრივით შეცვლა 1-ელი აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე გადადო. NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აკვირდებიან. ჩაერევიან, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება კოსოვოს მთავრობის გვიან ღამით მიღებულ გადაწყვეტილებას საზღვართან დაძაბულობა უძღიდა. 31 ივლისს, საღამოს, ასეულობით კოსოვოელმა სერბმა სატვირთო ავტომანქანებით გზები ორ სასაზღვრო პუნქტთან გზა გადაკეტა. კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იღებენ ვალდებულებას, რომ გადაწყვეტილებების აღსრულება 30 დღით, იმ პირობით გადადონ, რომ საზღვარზე ყველა ბარიკადას აიღებენ და თავისუფალი მიმოსვლა სრულად აღდგება. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო გავრცელებული ინფორმაციით, 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს.  შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში.   

სერბეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება - საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, დაძაბულობის შეწყვეტისთვის ყველაფერი გააკეთონ

"საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, დაძაბულობის შეწყვეტისთვის ყველაფერი გააკეთონ - სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს" – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აკვირდებიან. ჩაერევიან, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება „იმედი მაქვს, იქნება დეესკალაცია და ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ახალი კომპრომისული გადაწყვეტილებებით. უახლოეს დღეებში ალბათ ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაუჭირა სერბეთს, მათაც, ვინც იყო მართალი და გამოთქვა სწორი შეხედულება. სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვუჩიჩმა. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა, რისი მიზეზიც ორი გადაწყვეტილება გახდა. კოსოვომ გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.  

კოსოვომ სერბებზე საბუთების გაცემა დაიწყო. საზღვართან საპროტესტო ბარიკადებს შლიან

კოსოვოს ხელისუფლებამ სერბებზე საბუთების გაცემა დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდრა, რაც აშშ-სთან და ევროკავშირთან კონსულტაციის შემდეგ კოსოვომ  სერბეთიდან შესული მგზავრებისთვის მანქანების ნომრებსა და სამოგზაურო დოკუმენტაციის გაცემის შესახებ მიღებული კანონი ერთი თვით გადადო. კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო 1-ელ აგვისტოს დაიწყეს ბარიკადებია დაშლა, რომლებიც კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა პროტესტის ნიშნად სასაზღვრო გასასვლელებთან აღმართეს. კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა შესვლა-გასვლის პირველი საბუთები სერბეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც საზღვარი სერბეთთან ამჟამად მოქმედი ოთხი პუნქტიდან ერთ-ერთის გზით გადაკვეთეს. 1-ელ აგვისტოს, დილით მიღწეული შეთანხმებით, ახალი წესების ამოქმედება 30 დღით გადაიდო. 31 ივლისს, გვიან ღამით, პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიერმა კოსოვოს მოუწოდა წესების ამოქმედება 30 დღით გადაედო, "რადგან, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებების გარშემო გავრცელდა დეზინფორმაცია და გაუგებრობა". მანამდე, კოსოვოს მთავრობა აცხადებდა, რომ 1ელ აგვისტოდან სერბეთიდან შემომავალ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ საბუთებს შეუცვლიდნენ შესვლა-გასვლის დოკუმენტაციით, რომელსაც პრიშტინა გასცემდა და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნებოდა ძალაში.  

იენს სტოლტენბერგი: NATO მზადაა, ჩაერიოს, თუ კოსოვოში სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება

NATO-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ NATO-ს ძალები (KFOR) მზად არიან პროცესში ჩაერიონ, თუ კოსოვოში სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება.  „ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს ევროკავშირის შუამავლობით დიალოგში და უთანხმოება დიპლომატიური გზით გადაწყვიტოს", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.  31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კოსოვოში ჯეფრი ჰოვენიერი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა და მთავრობას მოუწოდა, სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელება 30 დღით გადაედო.  

სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ

ბოლოდროინდელი სასაზღვრო დაძაბულობის ფონზე, ალექსანდრ ვუჩიჩმა და ალბინ კურტმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელისგან შეხვედრის მიწვევა მიიღეს. ლიდერები სავარაუდოდ, 18 აგვისტოს შეხვდებიან ჯოზეფ ბორელს, ასევე, NATO-ს ხელმძღვანელს იენს სტოლტენბერგს და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მიროსლავ ლაიჩეკს. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა და გაეროს წევრთა უმეტესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა მეზობლისგან ცალკე ავტონომიურ სახელმწიფოდ აღიარეს. თუმცა სერბეთი პრეტენზიას კვლავ აცხადებს. 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

სტოლტენბერგის თქმით, კოსოვოსა და სერბეთს შორის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, NATO სამშვიდობო ძალებს გაზრდის

NATO-ს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის განცხადებით, კოსოვოსა და სერბეთს შორის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, NATO სამშვიდობო ძალებს გაზრდის. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან დასავლეთ ბალკანეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის შესახებ მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, წერს Reuters. სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ  „მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სიტუაცია გაუმჯობესებულია, ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ბელგრადისა და პრიშტინის ოფიციალური პირების, რომ მორე ესკალაცია თავიდან აიცილონ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.„მოვუწოდებ ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და მოერიდონ ძალადობას. NATO აგრძელებს ადგილზე სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ჩვენი KFOR-ის სამშვიდობო მისია რჩება ფოკუსირებული გაეროს მანდატზე. თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, KFOR მზადაა ჩაერიოს", - თქვა სტოლტენბერგმა.  31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.  

კოსოვო-სერბეთის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს. „დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მხარეები მზად არიან, განაახლონ მოლაპარაკებები „უახლოეს დღეებში“, - განაცხადა ბორელმა. მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით ბრიუსელში შედგა. სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ 2011 წელს დაწყებული ბელგრადი-პრიშტინას დიალოგი მიზნად ისახავს დასავლეთ ბალკანეთის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ის გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა აღიარეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.  

კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს წლის ბოლომდე წარადგენს

პრიშტინის მთავრობა ევროკავშირის წევრობისთვის ინსტიტუციურ სამუშაო ჯგუფს შექმნის. კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს წლის ბოლომდე შეიტანს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებითაა დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთმა არ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა და აგრძელებს პრეტენზიას ტერიტორიაზე. კოსოვოს სურს, მიაღწიოს ევროკავშირის სრულ წევრობას და მოიპოვოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ზონისთვის. სერბეთი, რუსეთი და ჩინეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარეს.  

სერბეთის პრეზიდენტი: კოსოვოსთან შეთანხმება შეუძლებელია

სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განაცხადებით, კოსოვოსთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ბელგრადში, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. კოსოვო-სერბეთის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა ვუჩიჩის თქმით, ბელგრადი დგამს გადაუდებლად აუცილებელ ნაბიჯებს კოსოვოში „სერბებისთვის გარანტირებული მომავლის“ შესაქმნელად.  „ამ დროისთვის, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ მშვიდობისთვის და ჩვენი ხალხის დასაცავად“, - განაცხადა ვუჩიჩმა. 2011 წელს დაწყებული ბელგრადი-პრიშტინას დიალოგი მიზნად ისახავს დასავლეთ ბალკანეთის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ის გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა აღიარეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.

ჯოზეფ ბორელი: სერბეთმა და კოსოვომ მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას

სერბეთმა და კოსოვომ, ევროკავშირის შუამავლობით, ორი ქვეყნის მოქალაქეების, საზღვარზე გადაადგილების საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა.  სერბეთის პრეზიდენტი: კოსოვოსთან შეთანხმება შეუძლებელია „ევროკავშირის შუამავლობით წარმოებული დიალოგის ფარგლებში, სერბეთი დათანხმდა გააუქმოს შესვლა-გასვლის დოკუმენტები პირებისთვის, რომლებსაც კოსოვოს საიდენტიფიკაციო მოწმობები აქვთ, ხოლო კოსოვომ თანხმობა განაცხადა ამგვარი დოკუმენტები არ შემოიღოს სერბეთის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მფლობელთათვის. კოსოვოელ სერბებს, ისევე, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, შეეძლებათ კოსოვოსა და სერბეთს შორის თავისუფლად იმოგზაურონ თავიანთი პირადობის დამადასტურებელი ბარათებით. ევროკავშირმა ეს წუთია მიიღო ამის გარანტია [კოსოვოს] პრემიერ-მინისტრისგან, [ალბინ] კურტისგან", - წერს ბორელი Twitter-ზე.  კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.  

NATO კოსოვოში ჯარების რაოდენობას დროებით ზრდის

NATO-ს ხელმძღვანელობით კოსოვოს ძალების (KFOR) კონტინგენტის რაოდენობა წვრთნებთან დაკავშირებით გაიზრდება, იუწყება KFOR-ის პრესსამსახური. წვრთნები 27 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით სარეზერვო ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ქვედანაყოფების ჩართულობით ჩატარდება. წვრთნების დაწყებამდე 11 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვა სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ღონისძიებებს KFOR-ის პერსონალთან შეთანხმებით განახორციელებს.  მანევრების დასრულების შემდეგ ბრიტანული ქვედანაყოფი კოსოვოს დატოვებს და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. KFOR-ის ძალები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად 1999 წელს შეიქმნა. ძალები უზრუნველყოფს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას კოსოვოში. მანამდე KFOR-მა კოსოვოში, მიმდინარე წლის ივლისში ვითარების გამწვავების ფონზე, ვითარების განმუხტვის მიზნით მზადყოფნა გამომაცხადა. 

ალექსანდრ ვუჩიჩი: სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას

სერბეთი არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და ყველა ღონეს გამოიყენებს კოსოვოში სერბების ინტერესების დასაცავად. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ არც პირდაპირ და არც ირიბად არ ვაღიარებთ რეგიონის დამოუკიდებლობას. ჩვენ არ უგულებელყოფთ საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, - განაცხადა ვუჩიჩმა. მისი თქმით, კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები სერბების წინააღმდეგ „დაშინების კამპანია“ მიმდინარეობს. „ჩვენ შევძელით სერბი ხალხის „ერთობის“ შენარჩუნება კოსოვოში. სერბებს ესმოდათ, რომ ეს იყო ერთადერთი გზა ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მათი ინტერესების დასაცავად. ეს ხალხი არ იტყვის უარს სერბულ სახელსა და გვარზე, ასევე მანქანის ნომრებზე. ისინი არ გრძნობენ უხერხულობას რაღაცით, რაც ალბანელებს ეკუთვნის, მაგრამ არც სერბეთის რესპუბლიკაზე უარს ამბობენ“, - განაცხადა ვუჩიჩმა. ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, როგორც ქვეყნის მთავარსარდალი, არ აპირებდა სერბი ახალგაზრდების „ფრონტის ხაზზე“ გაგზავნას. „სერბეთი დაჟინებით მოითხოვს მშვიდობას არა იმიტომ, რომ სუსტია. მაგრამ იმიტომ, რომ მე არ მინდა გავხდე პრეზიდენტი, რომელიც ბავშვის ცხედარს კუბოში უგზავნის სერბ ან ალბანელ დედას. თუმცა, ჩვენს შვილებზე, დედებსა და მამებზე თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, როგორ დავიცვათ ისინი, გაითვალისწინეთ ჩემი სიტყვა“, - დასძინა ვუჩიჩმა.

ბრიუსელში სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს შორის მოლაპარაკება, უშედეგოდ დასრულდა

სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის შორის ბრიუსელში გამართული მოლაპარაკეებები უშედეგოდ დასრულდა.  NATO კოსოვოში ჯარების რაოდენობას დროებით ზრდის ბელგრადსა და პრიშტინას შორის, მოლაპარაკებების ორგანიზატორი ევროკავშირია. ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ აუცილებელია ვითარების დეესკალაცია.   „მრავალსაათიანი დისკუსიის შემდეგ, მხარეები დღეს ვერ შეთანხმდნენ საკითხის საერთო გადაწყვეტაზე... ჩვენ შევთავაზეთ წინადადებები, რომლებიც თავიდან აიცილებდნენ ესკალაციას. პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მიიღო ისინი, პრემიერ-მინისტრმა კურტიმ კი არა", - თქვა ბორელმა. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. კოსოვოს ხელისუფლებამ გეგმის განხორციელება პირველ ნოემბერს დაიწყო.  პირველ ეტაპზე კოსოვოს ხელისუფლებამ გააფრთხილა ის ადამიანები, რომლებიც მანქანებზე სერბულ სანომრე ნიშნებს გამოიყენებენ. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან. გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე. ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის მეტი დრო მისცეს.   

ბორელის თქმით, კოსოვომ და სერბეთმა ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრებთან დაკავშირებული დავა მოაგვარეს

კოსოვომ და სერბეთმა ავტომობილების სარეგისტრაციო ნომრებთან დაკავშირებული დავის მოგვარება შეძლეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, ბელგრადი შეწყვეტს კოსოვოს ქალაქების კოდებით საავტომობილო ნომრების გაცემას, პრიშტინა კი, უარს იტყვის სერბული ნომრებით რეგისტრირებული ავტომობილების ხელახლა გადარეგისტრირებაზე. „ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას კოსოვოსა და სერბეთს შორის, რომელიც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია. ჩვენ განვიხილავთ მომავალ ნაბიჯებს ორ მხარეს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ ჩვენი წინადადების ფარგლებში“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შესაბამისი ვიდეო ევროკავშირის სპიკერმა პიტერ სტანომ გაავრცელა. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებდნენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოეყენებინათ. ამის გამო საზღვარზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. 20 ნოემბერს მთავრობამ განაცხადა, რომ 22 ნოემბრიდან დამრღვევები 150 ევრო ჯარიმას გადაიხდიან. გეგმა ითვალისწინებს სერბული სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებისთვის რეგისტრაციის შეცლას 21 აპრილამდე. ევროპის კავშირმა კოსოვოს მოუწოდა, მანქანების მფლობელებს რეგისტრაციის შეცვლისთვის მეტი დრო მისცეს. 

ალექსანდრ ვუჩიჩმა, ჩრდილოეთ კოსოვოში ვითარების გამწვავების გამო, საგანგებო სხდომა გამართა

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, ჩრდილოეთ კოსოვოში სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.  სერბეთის ლიდერის გადაწყვეტილების მიზეზი კოსოვოს პრემიერ-მინისტრის ალბინ კურტიის განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც კოსოვოს პოლიციის სპეცრაზმი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოხიის მაგისტრალებთან აღმართული ბარიკადების აღმოსაფხვრელად. მან სერბებს ბარიკადების მოხსნა 11 დეკემბრის საღამომდე მოსთხოვა. კოსოვოს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ კვინტას ქვეყნებს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია) ონლაინ შეხვედრაზე მოახსენა, რომ მან ულტიმატუმი წაუყენა ჩრდილოეთ პროვინციაში მცხოვრებ სერბებს, რათა ჩრდილოეთ კოსოვოსა და მეტოხიის მაგისტრალებიდან ბარიკადები მოეხსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაციაში კოსოვოს პოლიცია ჩაერევა. მანამდე, იარინიეს საგუშაგოზე დააკავეს ყოფილი სერბი პოლიციელი დეიან პანტიჩი. საპასუხოდ, სერბმა მოსახლეობამ საგუშაგოსთან რამდენიმე დასახლებულ პუნქტში, ბარიკადებით გადაკეტა გზატკეცილზე გადასასვლელი და საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. კოსოვოში ევროკავშირის მისიის პატრული, ასევე კოსოვოსა და მეტოხიაში NATO-ს ეგიდით დაქვემდებარებული საერთაშორისო მისიის თანამშრომლები ბარიკადებისკენ გადაისროლეს.   

ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

Reuters-ის ცნობით, სერბეთის მოსაზღვრე კოსოვოს ადმინისტრაციის კონტროლირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურმა სერბებმა და კოსოვოს პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. ალექსანდრ ვუჩიჩმა, ჩრდილოეთ კოსოვოში ვითარების გამწვავების გამო, საგანგებო სხდომა გამართა კოსოვოს პოლიციის განცხადებით, პოლიციის ქვედანაყოფები, თავდაცვის მიზნით, იძულებულნი გახდნენ, თავდამსხმელებისთვის ცეცხლსასროლი იარაღით ეპასუხათ. პრიშტინის პოლიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის ოფისებზე, პოლიციის ოფიცრებსა და საარჩევნო ჩინოვნიკებზე თავდასხმისთვის, დაკავებულია ყოფილი პოლიციელი, დეიან პანტიჩი. კოსოვოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეთნიკური სერბებით დასახლებულ კოსოვოს ჩრდილოეთში ავტომაგისტრალებზე ბარიკადების აღმართვისა და გზების გადაკეტვის ინსტრუქცია სერბეთის ხელისუფლებამ გასცა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირის მისიის საპატრულო ავტომობილს ხმოვან-მანათობელი ყუმბარა ესროლეს. სერბეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო კოსოვოში მცხოვრებ სერბებს მოუწოდებს, ევროკავშირის მისიისა და ნატო-ს კონტინგენტის წარმომადგენლებთან კონფლიქტისგან თავი შეიკავონ.  

მედია: კოსოვო, ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნით ბრიუსელს, ოფიციალურად მიმართავს

მოსალოდნელია, რომ კოსოვო ბრიუსელს, ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნით ოფიციალურ განაცხადით 15 დეკემბერს მიმართავს.  ამის შესახებ კოსოვოს ტელეარხი RTK იტყობინება, რომელმაც განაცხადის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვა.  ჯერჯერობით უცნობია, რა ფორმით განიხილავს ევროკავშირი კოსოვოს განაცხადს, რადგან ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა. ეს ქვეყნებია: ესპანეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, სლოვაკეთი და რუმინეთი.  

კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა

კოსოვოს რესპუბლიკამ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ოფიციალურად წარადგინა. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს 14 დეკემბერს, პრიშტინაში, კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანმა, პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ და პარლამენტის თავმჯდომარემ გლაუკ კონიუფკამ.  ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის ეს საკმაოდ სიმბოლური აქტია, რადგან 2008 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ევროკავშირში მიღების შესაძლო თარიღები არც კი არის გათვალისწინებული. ფორმალურად, კოსოვოს მხოლოდ „ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა აქვს“. ამჟამად კოსოვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაც კი არ განიხილება. კოსოვოს ევროკავშირში ადრეული გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ მისი დამოუკიდებლობა ევროკავშირის ხუთმა წევრმა - ესპანეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, საბერძნეთმა და კვიპროსმა არ აღიარეს.  

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, კოსოვოსთვის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, კოსოვოსთვის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დოკუმენტის ტექსტზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობამ Twitter-ზე დაწერა.  „ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ კომპრომისულ ტექსტზე კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ვიდრე ევროკავშირის საბჭო საკითხს საბოლოოდ დაამტკიცებს“, - წერს ევროკავშირში ჩეხეთის წარმომადგენლობა.  მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგულაციის პროექტი ითვალისწინებს, რომ კოსოვოს პასპორტის მფლობელებს შეეძლებათ ევროკავშირში უვიზოდ გამგზავრება 90 დღემდე 180 დღის განმავლობაში. ეს რეჟიმი ამოქმედდება ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის პირველი იანვრისა. ჯერ კიდევ 2016 წელს ევროკავშირმა მიიღო ფუნდამენტური გადაწყვეტილება, შეეცვალა იმ სახელმწიფოების მოქალაქეების საზღვრის გავლის პროცედურა, რომლებსაც აქვთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება. 2018 წელს ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც ადგენს პარამეტრებს ახალი სისტემისთვის, სახელწოდებით ETIAS. რეგულაციის ტექსტი ახლა უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა.  

სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

სერბეთის არმიაში უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა. შესაბამისი ბრძანება თავდაცვის მინისტრმა გასცა. მისი თქმით, მიზანი სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაა. ასევე, ქვეყნის ყველა მოქალაქის დასაცავად და სერბების წინააღმდეგ ტერორის აღსაკვეთად, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. „როგორც ჩანს, სერბეთი ერთადერთია, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკური შეთანხმებით, მეორე მხარე კი, მუდმივად დგამს ცალმხრივ ნაბიჯებს ესკალაციისკენ“, - განაცხადა მილოშ ვუჩევიჩმა. დაძაბულობა სერბეთსა და კოსოვოს შორის კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებით არის დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მაგრამ სერბეთმა ეს ნაბიჯი არ აღიარა და თავის ყოფილ პროვინციას თავისი ტერიტორიის ნაწილად თვლის. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა ყოფილი სერბი პოლიციელის დეიან პანტიჩის დაკავების შემდეგ გამწვავდა. პანტიჩის დაკავების საპასუხოდ, კოსოვოელი სერბები 10 დეკემბრიდან დგანან ბარიკადებთან, რომლებიც მოაწყვეს იარინიესა და ბერნიაკის სასაზღვრო პუნქტებზე. ევროკავშირმა, NATO-მ და აშშ-მ დეესკალაცია და ბარიკადების მოხსნა მოითხოვეს, ხოლო სერბეთი თავისი არმიისა და პოლიციის განთავსებას გაეროს რეზოლუციის საფუძველზე ითხოვდა.  

აშშ და ევროკავშირი კოსოვოსა და სერბეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

აშშ და ევროკავშირი [საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივ განცხადებაში] შეშფოთებას გამოთქვამენ კოსოვოს ჩრდილოეთით არსებული დაძაბული სიტუაციის გამო და ყველა მხარეს სიტუაციის განმუხტვისა და პროვოკაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ ვმუშაობთ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინო კურტისთან გამოსავლის ძიებაზე, რათა დაძაბულობა განიმუხტოს და შემდგომი ნაბიჯები შეთანხმდეს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ადგილობრივი საზოგადოებების ინტერესების სასარგებლოდ“, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, კოსოვოში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პროსერბულმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე ოთხ რეგიონში. ამის შემდეგ ამ რეგიონებში განმეორებითი არჩევნები დაინიშნა.  

კოსოვოს ჩრდილოეთით ბარიკადების დემონტაჟი დაიწყო

კოსოვოს სერბებმა, ჩრდილოეთ კოსოვოში აღმართული ბარიკადების დემონტაჟი დაიწყეს.  აშშ და ევროკავშირი კოსოვოსა და სერბეთს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებენ ერთი დღით ადრე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა, სერბებს კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში აღმართული ბარიკადების დემონტაჟისკენ მოუწოდა. სერბეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ აშშ-დან და ევროკავშირიდან მიიღეს გარანტიები, რომ კოსოვოში არც ერთი ეთნიკური სერბი, რომელიც მონაწილეობას იღებდა საპროტესტო აქციებში ან ბარიკადებს აგებდა, არ დააკავებენ და მათთან მიმართებით არც დევნა დაიწყება. სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის უმაღლესი დონის საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი გააუქმა კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გამწვევადა, რაც 10 დეკემბერს ყოფილი სერბი პოლიციელი დეიან პანტიჩი დააკავეს, რომელიც საარჩევნო კომისიის წევრებზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. პანტიჩის დაკავების პროტესტის ნიშნად, კოსოვოს სერბები 10 დეკემბრიდან სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მათ მიერ მოწყობილ ბარიკადებზე მორიგეობდნენ.  

ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კოსოვოსთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა, ნათქვამია ევროკავშირის ინსტიტუტის განცხადებაში. შედეგად, კოსოვოს მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, იმოგზაურონ ევროკავშირში, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებს - კოსოვოში ვიზის მოთხოვნის გარეშე, 90 დღემდე პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“. უვიზო რეჟიმი ძალაში შევა მაშინვე, როგორც კი ამოქმედდება ევროკავშირის ახალი ელექტრონული სამოგზაურო სისტემა და არაუგვიანეს 2024 წლისა. „გადაწყვეტილება კოსოვოს ხალხს საშუალებას აძლევს, ადვილად იმოგზაურონ, მოინახულონ ნათესავები და აკეთონ ბიზნესი ევროკავშირში“, - განაცხადა საკითხის მომხსენებელმა, ნიდერლანდელმა კანონმდებელმა ტიის როუტენმა.  

ვუჩიჩის შეფასებოთ, საქართველო და აზერბაიჯანი სერბეთის საუკეთესო მეგობრები იქნებიან

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში კოსოვოს შესახებ კენჭისყრის შემდეგ, მისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრები მომავალში, საქართველო, აზერბაიჯანი, კვიპროსი, უნგრეთი, რუმინეთი და ესპანეთი იქნებიან. მანამდე ბელგრადმა მოითხოვა ცვლილებები ევროპის საბჭოს რეზოლუციაში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. კერძოდ, სერბეთი ითხოვს, რომ რეზოლუციის ტექსტს დაემატოს სიტყვები - „და ევროპის საბჭოს ყველა სხვა წევრი სახელმწიფო“. „ისინი ამბობენ, რომ იცავენ მოლდოვას, საქართველოს მთლიანობას და ჩვენ დავამატეთ ცვლილება ევროპის საბჭოს ყველა სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ. თუ არ დამთანხმდებიან, რეიკიავიკში არ წავალ სამიტზე. ცხადია, პრინციპები არ არსებობს. პირდაპირ ვეუბნები მათ, რომ ჩვენ მოგვატყუეს“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გასულ თვეში ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოსოვოს წევრობის განაცხადის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, კვიპროსმა, რუმინეთმა და ესპანეთმა. მას ეწინააღმდეგებოდა უნგრეთიაც, რომელმაც ოფიციალურად ცნო კოსოვო. უკრაინამ, ისევე როგორც, ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ, კენჭისყრაში თავი შეიკავეს. ევროპის საბჭოს ისტორიაში მე-4 სამიტი 16-17 მაისს რეიკიავიკში გაიმართება. მანამდე ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ სამიტის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება.  

NATO-ს სამშვიდობო ძალები კოსოვოში რამდენიმე მუნიციპალურ შენობას იცავენ

NATO-ს სამშვიდობო ჯარისკაცებმა ორშაბათს კოსოვოში ოთხი მუნიციპალიტეტის გარშემო უსაფრთხოების კორდონები შექმნეს, რათა ხელი შეეშალათ სერბების პროტესტისთვის ეთნიკური ალბანელი მერების წინააღმდეგ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მუნიციპალიტეტის შენობა ზვეჩანში, ერთ-ერთია იმ ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც გასულ თვეში ვადამდელ არჩევნებს ატარებდა და რომელსაც ფართო მასშტაბის ბოიკოტი გამოუცხადეს ეთნიკურმა სერბებმა. მერის პოსტებსა და საბჭოებში აირჩიეს მხოლოდ ეთნიკური ალბანელები ან სხვა უმცირესობათა წარმომადგენლები. „დღეს დილით, NATO-ს, ხელმძღვანელობით, KFOR-ის მისიამ გაზარდა თავისი ყოფნა ჩრდილოეთ კოსოვოს ოთხ მუნიციპალიტეტში, რეგიონში განვითარებული ბოლო მოვლენების შემდეგ“, - ნათქვამია KFOR-ის განცხადებაში. „თავისი მანდატის შესაბამისად, KFOR მზადაა, გაატაროს ყველა საჭირო ქმედება, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ნეიტრალური და მიუკერძოებელი გზით“, ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე მითითებულია რომ KFOR-ის მეთაური მჭიდრო კავშირშია კოსოვოსა და სერბეთის უსაფრთხოების ორგანოებთან. ცნობისათვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 26 მაისს განაცხადა, რომ კოსოვოს მთავრობამ მუნიციპალურ შენობებში ძალით შეჭრის შესახებ ზომები, აშშ-ის რჩევის საწინააღმდეგოდ მიიღო. კოსოვო საერთაშორისო თანამეგობრობის დიდმა ნაწილმა აღიარა. ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოს ის არ უღიარებია. სერბეთის ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას არ ცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს ორი წევრი, ჩინეთი და რუსეთი. კოსოვოს მოსახლეობის 90%-ს ეთნიკური ალბანელები შეადგენენ, სერბები კი მხოლოდ ჩრდილოეთ რეგიონში წარმოადგენენ უმრავლესობას. სერბეთისგან კოსოვოს 2008 წელს ცალმხრივ გამოყოფას კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრები სერბები არ აღიარებენ და თავიანთ დედაქალაქად კვლავ ბელგრადს მიიჩნევენ.  

NATO ჩრდილოეთ კოსოვოში, KFOR-ის ჯარებზე „არაპროვოცირებულ თავდასხმებს“ გმობს

NATO-მ კოსოვოში, დემონსტრანტების მხრიდან თავდასხმები დაგმო. დაშავდა NATO-ს ხელმძღვანელობით მოქმედი ძალის, KFOR-ის 20-მდე სამხედრო. NATO-ს ჯარებსა და სერბ დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. არეულობა ეთნიკურად ალბანელი მერების არჩევას მოჰყვა. BBC-ის ცნობით, ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს ზვეჩანში მომიტინგეების შესაჩერებლად, მას შემდეგ რაც ისინი მთავრობის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. NATO-ს სამშვიდობო ძალები კოსოვოში რამდენიმე მუნიციპალურ შენობას იცავენ NATO-მ თავდასხმებს „სრულიად მიუღებელი" უწოდა, მოუწოდა ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს დაძაბულობას. „NATO მკაცრად გმობს არაპროვოცირებულ თავდასხმებს KFOR-ის ჯარებზე ჩრდილოეთ კოსოვოში, რამაც გამოიწვია რამდენიმე სამხედროს დაშავება. ასეთი თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს დაძაბულობას და ჩაერთონ დიალოგში. KFOR მიიღებს ყველა საჭირო ზომას უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად და გააგრძელებს მიუკერძოებელ მოქმედებას, გაეროს უშიშროების საბჭოს 1999 წლის 1244 რეზოლუციით გათვალისწინებული მანდატის შესაბამისად“, - ნათქვამია NATO-ს განცხადებაში. უფრო ადრე, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა საპროტესტო აქციების საპასუხოდ, არმიაში საბრძოლო მზადყოფნის უმაღლესი დონე გამოაცხადა.  სერბეთის პრეზიდენტმა არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ჯარს უბრძანა, კოსოვოს საზღვარს მიუახლოვდეს ინფორმაციისთვის, KFOR-ის ძალები შეიქმნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შედეგად და კოსოვოში განთავსდა 1999 წლის 12 ივნისს.  

კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები დაძაბულობის დეესკალაციისთვის - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რაც მოიცავს სერბეთის მიერ დაკავებული სამი კოსოვოელი პოლიციელის უპირობო გათავისუფლებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ჩვენ მივიჩნევთ, რომ კოსოვომ და სერბეთმა დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა. კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობაა. კოსოვოს მთავრობამ აკრძალა სერბეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების კოსოვოს ტერიტორიაზე შესვლა, რასაც წინ უძღოდა სერბეთის უსაფრთხოების ძალების მიერ სამი კოსოვოელი პოლიციელის დაკავება. სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა უკავშირდება კოსოვოს ჩრდილოეთით ჩატარებულ არჩევნებს, რომელსაც იქ მცხოვრებმა სერბებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.  

კოსოვომ თურქული Bayraktar-ის დრონები შეიძინა

კოსოვოს შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი არსენალი თურქული კომპანიიას მიერ წარმოებული Bayraktar TB2-ის ტიპის დრონებით შეავსეს. ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ Facebook-ზე დაწერა. მან ხაზი გაუსვა, რომ „კოსოვო კიდევ უფრო უსაფრთხო“ გახდა. „ჩვენ შევავსეთ ჩვენი არმიის არსენალი Bayraktar TB2-ის თვითმფრინავებით, რომლებიც ჩვენმა მთავრობამ თურქეთისგან შეიძინა. ამ ორი წლის განმავლობაში  არმიის ბიუჯეტი 100%-ზე მეტით გავზარდეთ“, - წერს კოსოვოს პრემიერი. მას არ დაუკონკრეტებია, რამდენი დრონი შეიძინეს თურქული კომპანიისგან. Bayraktar-ი თურქული დამრტყმელი ოპერატიულ-ტაქტიკური, საშუალო სიმაღლის, ხანგრძლივი ფრენის თვისების დრონია, რომელსაც თურქეთი უკრაინას ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აწვდის. მას კომპანია Baykar-ი აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, თურქეთის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა, რუსული ჯავშანტექნიკისა და საზენიტო სისტემებისგან უკრაინის დაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. უკრაინაში თურქული Bayraktar-ების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობაც დაიწყო.  

ჩეხეთმა კოსოვოში ელჩი პირველად დანიშნა

ჩეხეთი კოსოვოში ელჩს, ბოგუმილ მაზანეკი პირველად გაგზავნის. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება. მაზანეკი ადრე ლიეტვაში ელჩი და ასევე გენერალური კონსული იყო შანხაიში, ასევე კატოვიცეში, პოლონეთში. კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. იმავე წელს ის ჩეხეთის რესპუბლიკამ აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ პრიშტინაში ჩეხეთის საელჩო განთავსებულია, ჩეხეთის ელჩი იქ აქამდე არ ყოფილა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრე მიუთითა კოსოვოში ელჩის გაგზავნის აუცილებლობის შესახებ, რათა შექმნილი აბსურდული სიტუაცია გამოსწორდეს - როდესაც ჩეხეთი აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, აქვს საელჩო ქვეყანაში, მაგრამ არ ჰყავს ელჩი.  

კოსოვო რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკავშირის უახლეს სანქციებს შეუერთდა

კოსოვომ ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტისადმი მიერთებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. „სანქციების შეთანხმებული პაკეტი შეიცავს შემდეგ ზომებს: მესამე ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის გავლით საქონლის ტრანზიტის აკრძალვა, ექსპორტის შეზღუდვების გაძლიერება, დამატებითი სანქციების დაწესება 71 ფიზიკური და 33 იურიდიული პირის მიმართ და ასევე, „ვაგნერის“ ჯგუფს," - კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დონიკა გერვალა-შვარცმა. კოსოვო ადრე თანმიმდევრულად უჭერდა მხარს ევროკავშირის ყველა სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, კოორდინაციას უწევდა მის საგარეო პოლიტიკას ევროკავშირის პოლიტიკასთან. ევროკავშირის საბჭომ ივნისის ბოლოს დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი, რომლის მთავარი მიზანი ადრე დაწესებული შეზღუდვების გაძლიერება და სანქციების გვერდის ავლასთან ბრძოლაა. მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები, უკრაინაში მის შეჭრას მოჰყვა. კოსოვომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ​​განაცხადი ოფიციალურად გასული წლის დეკემბერში წარადგინა.  

კოსოვო უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ G7-ის დეკლარაციას შეუერთდა

კოსოვოს უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების" შესახებ დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ მიღებულ დეკლარაციას შეუერთდა. ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრი, ალბინ კურტი Twitter-ზე წერს. მისი შეფასებით, უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა და რუსეთის ლიდერების პასუხისმგებლობის დაკისრება აუცილებელია მშვიდობისა და დემოკრატიის შესანარჩუნებლად". მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კოსოვო მზადაა ამ ძალისხმევაში წვლილი შეიტანოს“. კურტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის „უკანონო და არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში, რჩება საფრთხედ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.“ ცნობისთვის, უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან  ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია. მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ხსენებული დოკუმენტი NATO-ს სამიტის ფარგლებში მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“  

Reuters: კოსოვოში შეიარაღებული პირები სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში, ეთნიკური სერბებით დასახლებული რეგიონის სოფელში, შეიარაღებული პირები ჯავშანტექნიკით შეიჭრნენ, პოლიციას დაუპირისპირდნენ და სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ სოფელ ბანსკის გარშემო სროლის დროს ერთი ოფიცერი და 30 თავდამსხმელიდან სამი დაიღუპა.  თავდამსხმელები ამჟამად მონასტერში არიან გამაგრებულები. ტერიტორია სამართალდამცველების ალყაშია. სერბული ეკლესიის ცნობით, ბერები და მომლოცველები მონასტრის ტაძარში არიან ჩაკეტილები. გაურკვეველია, ვინ დგას ძალადობის უკან, მაგრამ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯელალ სვეცლამ "სერბეთის მიერ დაფინანსებული კრიმინალები" დაადანაშაულეს. „ისინი არიან პროფესიონალები, სამხედრო და პოლიციის გამოცდილებით,“ – განაცხადა კოსოვოს პრემიერმა ალბინ კურტიმ, რომელმაც მონასტერში შეჭრილ შეიარაღებულ პირებს ჩაბარებისკენ მოუწოდა. სერბეთის ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.  

NATO კოსოვოში დამატებით ძალებს გზავნის

ჩრდილოატლანტიკური საბჭო დღეს, 29 სექტემბერს შეიკრიბა კოსოვოში არსებული ვითარების განსახილველად. მოკავშირეებმა ჩრდილოეთ კოსოვოში მზარდი დაძაბულობის გამო, ღრმა შეშფოთება გამოხატეს. სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება კოსოვოში დამატებითი ძალების გაგზავნის თაობაზე. შესაბამის ინფორმაციას NATO ავრცელებს. „მოვუწოდებთ ყველა მხარეს სასწრაფოდ დეესკალაციისკენ. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ბელგრადს და პრიშტინას ჩაერთონ ევროკავშირის ხელშეწყობით დიალოგში, როგორც ერთადერთი გზა გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად და გადაწყვეტილებების მისაღწევად, რომლებიც პატივს სცემს ყველა თემის უფლებებს. ეს არის კოსოვოში გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის გასაღები,“ - წერია ალიანსის განცხადებაში. 24 სექტემბერს მე-14 საუკუნის მართლმადიდებლურ ტაძარზე თავდასხმას ოთხი ადამიანი შეეწირა. მონასტრის ტერიტორიაზე 30-მდე შეიარაღებულმა პირმა მიიტანა იერიში, რასაც კოსოვოს პოლიციასთან სროლა მოჰყვა. Reuters: კოსოვოში შეიარაღებული პირები სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ  

თურქეთი კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო მისიას პირველად ხელმძღვანელობს

კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო ძალების მეთაურმა, იტალიელმა ანჯელო მიქელე რისტუჩიამ, პრიშტინაში გამართული ცერემონიის დროს უფლებამოსილება თურქ გენერალ ოზქან ულუტასს გადასცა. ულუტასმა განაცხადა, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას, როდესაც KFOR-ის სათავეში იქნება ამ სენსიტიურ პერიოდში, რომელსაც კოსოვო გადის. KFOR-ის მისია, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით შეიქმნა, პირველად 1999 წელს განლაგდა და ახლა 27 ქვეყანას მოიცავს. თურქეთი მისიაში სიდიდით მეორე კონტრიბუტორია, სულ 4500 ჯარისკაცით. NATO კოსოვოში დამატებით ძალებს გზავნის შეგახსენებთ, 24 სექტემბერს მე-14 საუკუნის მართლმადიდებლურ ტაძარზე თავდასხმას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მონასტრის ტერიტორიაზე 30-მდე შეიარაღებულმა პირმა მიიტანა იერიში, რასაც კოსოვოს პოლიციასთან სროლა მოჰყვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს და თავშეკავებისკენ მოუწოდეს. Reuters: კოსოვოში შეიარაღებული პირები სერბულ მართლმადიდებლურ მონასტერში გამაგრდნენ ცნობისთვის, კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.  

სერბეთმა და კოსოვომ ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად უნდა იმოქმედონ - ლაიენი

სერბეთმა და კოსოვომ უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო შუამავლების მოთხოვნები, რათა ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევაში პროგრესს მიაღწიონ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ლაიენის თქმით, სერბეთმა და კოსოვომ გადამწყვეტად უნდა იმოქმედონ ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, რათა შეუერთდნენ ევროკავშირს. ევროკომისიის პრეზიდენტი ბალკანეთის რეგიონში იმყოფება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთმა "დე ფაქტო" უნდა აღიაროს კოსოვო, ხოლო კოსოვომ უნდა განახორციელოს გეგმა ეთნიკური სერბებისთვის ავტონომიის გარკვეული დონის მინიჭებისთვის. 24 სექტემბერს კოსოვოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაახლოებით 30 სერბმა ბოევიკმა გადაკვეთა ჩრდილოეთი საზღვარი, სროლის შედეგად დაიღუპა პოლიციელი. შემდეგ ქვეყანამ თავდამსხმელების დასაკავებლად სპეცოპერაცია წამოიწყო, რომელიც დასრულდა ექვსი ადამიანის დაპატიმრებითა და სამის მკვლელობით დასრულდა. ამ ინციდენტმა რეგიონში დაძაბულობა გაამძაფრა. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადს არანაირი კავშირი არ აქვს არეულობებთან და განაცხადა, რომ აწარმოებს დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს. იმავე დღეს კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ განაცხადა, რომ სერბეთთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 

კოსოვოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

პირველ იანვარს კოსოვოს მოქალაქეებმა ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობა დაიწყეს. ახალი წესები მათ ვიზის გარეშე ყოფნის უფლებას აძლევს 90 დღის განმავლობაში, ნებისმიერ პერიოდში, რომელიც შედგება 180 დღისგან. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის კოსოვო ბოლოა, რომელსაც ეს წესი შეეხო. ახალი სავიზო რეჟიმი ტურიზმს და პირადი მიზნებით მოგზაურობას მოიცავს. ის არ ეხება მუშაობის უფლებას.  

ესპანეთმა კოსოვოს პასპორტი აღიარა

ესპანეთი კოსოვოს მიერ გაცემულ პასპორტს აღიარებს, თუმცა კოსოვოს არ აღიარებს დამოუკიდებელ, სერბიისგან განცალკევებულ სახელმწიფოდ. შესაბამისი განცხადება ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა 8 იანვარს გააკეთა. მადრიდმა კოსოვოს პასპორტი აღიარა მას შემდეგ, რაც პირველ იანვარს ამოქმედდა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი, რომელიც კოსოვოს მოქალაქეებს უფლებას აძლევს შენგენის ზონაში ვიზის გარეშე იმოგზაურონ. ამ დრომდე ესპანეთი იყო ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც უარს აცხადებდა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზეც და კოსოვოს პასპორტის მფლობელებსაც უარს ეუბნებოდა ქვეყანაში შეშვებაზე. ესპანეთი ევროკავშირის იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელიც არ ცნობს ბალკანეთის სახელმწიფოს, რომელმაც 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისგან. ესპანეთის გარდა, ეს ქვეყნები არიან კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი.  

AP: კოსოვო ეთნიკურ სერბთა უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე ევროს გამოყენებას დაიწყებს

კოსოვოს ხელისუფლებამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროს გამოყენებას დაუშვებენ და გააუქმებენ მეზობელი სერბეთის დინარის გამოყენებას ჩრდილოეთში, სადაც ეთნიკური სერბული უმცირესობის უმრავლესობა ცხოვრობს. როგორც AP წერს, გადაწყვეტილებამ დასავლეთის ძალებში შეშფოთება გამოიწვია, რომლებიც შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება კოსოვოს ურთიერთობებში სერბეთთან, მეტ დაძაბულობას გამოიწვევს. მათ მოუწოდეს პრიშტინას, რომ ეს ნაბიჯი გადადოს. „ევრო, როგორც გადახდისა და შესყიდვის ერთადერთი საშუალება, რომელიც მკაფიოდ არის განსაზღვრული კოსოვოს რესპუბლიკაში, მოლაპარაკებს არ ექვემდებარება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ. სერბეთმა და კოსოვომ ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად უნდა იმოქმედონ - ლაიენი  

კოსოვო უკრაინას სამხედრო დახმარებას უგზავნის

კოსოვოს თავდაცვის მინისტრმა ეიუპ მაჩედონსიმ განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნიან სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი, რომელიც ნაღმტყორცნებისაგან შედგება. ამის შესახებ მან Twitter-ზე (X) დაწერა. „კოსოვო გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომში. დღეს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მე გამოვაცხადე უკრაინისთვის ჩვენი მეორე სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც შედგება ნაღმტყორცნებისაგან,“ - დაწერა მაჩედონსიმ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რამშტეინის ფორმატში შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა ლუქსემბურგის გაწევრიანება „საარტილერიო კოალიციაში“, რომელსაც საფრანგეთი და გერმანია ხელმძღვანელობენ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკრაინას მხარდაჭერას უდასტურებენ ზელენსკი თებერვლის ბოლოს სიტყვით გამოვიდა სამიტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ალბანეთის, ბულგარეთის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოს, ბოსნიისა და მომტენეგროს, ხორვატიის, მოლდოვისა და რუმინეთის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები. უკრაინის შეხვედრის მონაწილეებს შესთავაზა, უკრაინა-ბალკანეთის თავდაცვითი ფორუმის შექმნა კიევში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, შეიარაღების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.