აშშ-ის სანაპირო დაცვამ სამი კუბელი გადაარჩინა კუნძულზე, სადაც ისინი 33 დღის განმავლობაში მხოლოდ ქოქოსით იკვებებოდნენ

აშშ-ის სანაპირო დაცვამ სამი კუბელი გადაარჩინა ბაჰამის კუნძულზე, სადაც ისინი 33 დღის განმავლობაში მხოლოდ ქოქოსით იკვებებოდნენ. სანაპირო დაცვის თქმით, გადარჩენილებს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდათ, თუმცა უსაფრთხოებისთვის ისინი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მორიგეობისას აშშ-ის სანაპირო დაცვის ეკიპაჟმა ფლორიდა კისის მახლობლად, კუნძულზე ორი კაცი და ქალი შენიშნა, რომლებიც დროშებს აფრიალებდნენ. ეკიპაჟმა მათ რადიო გადამცემი, საკვები და წყალი დაუტოვა, ხოლო მომდევნო დღეს კუნძულიდან წაიყვანა.

კუბელების თქმით, მათ ნავს პრობლემები ძლიერი ტალღების გამო შეექმნა.