ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა საკმარისი რაოდენობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფად მოპოვების სტრატეგიაში დაშვებული შეცდომები აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მან ასევე აღიარა, რომ ევროკავშირი ზედმეტად იყო დარწმუნებული, რომ ვაქცინის მწარმოებელ ქარხნებში დაგვიანების ფონზე, წარმოების მიზნები იყო შესრულებული.
ევროკომისიის პრეზიდენტი კანონმდებლებმა ევროკავშირის 447 მილიონი მოქალაქის ვაქცინებით მომარაგებაში შეფერხებისთვის გააკრიტიკეს.
„ჯერაც არ ვართ იქ, სადაც გვინდა ვიყოთ. გვიან მოვახდინეთ ავტორიზაცია. ზედმეტად ოპტიმისტურად შევაფასეთ მასობრივი პროდუქციის შესაძლებლობები, და, შესაძლოა, ზედმეტად გვჯეროდა, რომ რაც შევუკვეთეთ, იმას დროულად მივიღებდით კიდეც“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა 10 თებერვალს ევროპის პარლამენტის სხდომაზე.