ტრამპის მეორე იმპიჩმენტის მორიგ პროცესზე, წარმომადგენელთა პალატის წევრები დამატებით ვიდეო მტკიცებულებებს წარადგენენ, რათა სკეპტიკურად განწყოფილი „რესპუბლიკელებს“ შეხედულებები შეაცვლევინონ. წერს CNN-ი.
გამოცემის ცნობით, პროცესის ხელმძღვანელები შტურმის აქამდე უცნობ კადრებს წარადგენენ, რომელიც პალატის წევრების თქმით, ზუსტად აჩვენებს, თუ რამდენად ძალადობრივი იყო იმ პირების ქმედებები, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.
იმპიჩმენტის პროცესის მეორე დღეს გაშვებული ვიდეომასალა იქნება ერთგვარი დემონსტრაცია იმ ფაქტის, რომ კაპიტოლიუმში შეჭრილი პირები სწორედ ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან იყვნენ წაქეზებულნი. რა სახის ვიდეომასალაზეა, საუბარი ჯერჯერობით უცნობია. პალატის წევრების თქმით, ვიდეომასალა აჩვენებს, რომ შტურმი არ იყო მხოლოდ ტრამპის სიტყვით გამოსვლით წაქეზებული და რომ სინამდვილეში ეს ტრამპის მოწოდებების კულმინაციაა.