დღეს 18 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუარესდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვაა ნავარაუდევი.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.