ჭიათურიდან თბილისში გადავინაცვლებთ და პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გავაგრძელებთ - გაფიცული მაღაროელები

გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, რომ ჭიათურიდან თბილისში გადაინაცვლებენ და პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გააგრძელებენ. 

„ჩვენთვის მიუღებელი და დამამცირებელია კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ხელფასის ხუთი პროცენტით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

15 ივნისს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულებს შესთავაზა, განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ყველა პირობის დაკმაყოფილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი 19 ივნისს, თბილისში გაგრძელდება.