თეგი: ჭიათურა

ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

""ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი", - ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ თანამდებობა და პარტიის რიგები დატოვა. ამის შესახებ სამხარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „ზუსტად ვხვდები, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ, მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი. დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის. იმედია არ მიწყენენ. ჩემი აზრით ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო“, - წერს სამხარაძე.  

მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში 8 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. (მეტსახელად „თუშია“), 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.თ. (მეტსახელად „ჩხირა“), 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ა. (მეტსახელად „ლეღვა“), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.რ., 1966 წელს დაბადებული კ. ტ., 1991 წელს დაბადებული ვ. ტ. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ისინი, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, შემდეგ კი "კანონიერი ქურდების" გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით რამდენჯერმე მოეწყო საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - თენგიზ ხოფერია (მეტსახელად „ჭინკა“), დავით ქურასბედიანი (მეტსახელად „ჭუტა“), რომან ბარბაქაძე (მეტსახელად „რემენა“), მერაბ ჭეიშვილი (მეტსახელად „ჟორჟიკიჩი“) და ჯეირან კინწურაშვილი მონაწილეობდნენ. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს”,- აღნიშნავენ უწყებაში.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა

მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში 8 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. (მეტსახელად „თუშია“), 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.თ. (მეტსახელად „ჩხირა“), 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ა. (მეტსახელად „ლეღვა“), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.რ., 1966 წელს დაბადებული კ. ტ., 1991 წელს დაბადებული ვ. ტ. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ისინი, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, შემდეგ კი "კანონიერი ქურდების" გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ. ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით რამდენჯერმე მოეწყო საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - თენგიზ ხოფერია (მეტსახელად „ჭინკა“), დავით ქურასბედიანი (მეტსახელად „ჭუტა“), რომან ბარბაქაძე (მეტსახელად „რემენა“), მერაბ ჭეიშვილი (მეტსახელად „ჟორჟიკიჩი“) და ჯეირან კინწურაშვილი მონაწილეობდნენ. პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს”,- აღნიშნავენ უწყებაში.  

ჭიათურაში მაღაროელები მე-6 დღეა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტის მერიასთან მე-6 დღეა, იკრიბებიან და ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, 3 ათასზე მეტი მაღაროელი კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ არსებული წინადადებით მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია, თანამშრომლები კი ქუჩის პროტესტის რეჟიმზე არიან გადასული.  

ჭიათურაში, 9 მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო

ჭიათურაში, ცხრა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შეთავაზებულ ახალ სამუშაო სამცვლიან გრაფიკს აპროტესტებენ, რამაც მათივე განმარტებით, ანაზღაურების შემცირება და სამუშაო დღეების მატება გამოიწვია. მოლაპარაკებათა პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჭიათურის მაღაროელების გაფიცვაზე განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ იქ მომუშავეებს არ უკმაყოფილდებათ ელემენტარული შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნები, რის გამოც ისინი საპროტესტო აქციებს მართავენ.„მე-8 დღეა, ჭიათურის ქუჩებში 3000-ზე მეტი მაღაროელი და მათი ოჯახის წევრები უმძიმესი შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავენ. მუშაობა შეჩერებულია მაღაროებში. საუბარია ისეთი ბაზისური შრომითი უფლებების დაცვაზე, როგორიცაა: ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით; შრომის უსაფრთხოების პირობების უზრუნველყოფა; აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა; სანგრების განიავება; საშხაპეების მოწყობა; ახალი, მეტად დატვირთული და ნაკლებად ანაზღაურებული სამუშაო გრაფიკიდან ძველ განრიგზე დაბრუნება.ცხადია, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ 17-წლიანი მმართველობის პერიოდში, შრომით დარღვევებს სისტემატური ხასიათი აქვს. მიუხედავად ჭიათურაში სხვადასხვა დროს მიმდინარე მწვავე გაფიცვებისა, ამ პროტესტის ფარგლებშიც უცვლელია მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე, უსაფრთხო და სამართლიანი შრომის პირობების უზრუნველყოფის მოთხოვნა.აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან, 2017 წლიდან კომპანიას სახელმწიფოს სპეციალური მმართველი განაგებს, როგორც წლების განმავლობაში, კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული მასშტაბური ზიანის (416 მილიონი ლარის) აღმოსაფხვრელად, ისე დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობის გამოსასწორებლად. მიუხედავად სახელმწიფო მმართველის უშუალო ჩართულობისა, ცხადია, რომ 2023 წლის 1 მაისიდან, ჭიათურაში სამუშაო პროცესი, კიდევ უფრო დამძიმებული შრომის პირობებით აღდგა.ერთი კვირაა მაღაროელები ამაოდ ცდილობენ, მიიპყრონ სახელმწიფოსა და მეინსტრიმული მედიის ყურადღება. უშედეგო პროტესტის გამო, მაღაროელთა განცხადებით, ისინი გეგმავენ მიმართონ პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას.შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე მივმართავთ სახელმწიფო უწყებებს, მედიასა და სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ შემდეგი მიმართულებით:შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს; მათ საჯარო სამართლის პირს, შრომის ინსპექციის სამსახურს:დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია და დანიშნონ სამინისტროს მედიატორი, შრომის პირობებზე საქმიანი დიალოგისა და სამართლიანი მედიაციის პროცესის დაწყების მიზნით. ადგილზე შეისწავლონ დასაქმებულთა შრომის პირობები, მათ შორის უსაფრთხოების დაცვისა და აღჭურვილობის საშუალებების მდგომარეობა, კვებისა და სანიტარული კვანძების მდგომარეობა და გასცენ კომპანიაზე სავალდებულო მითითებები;სახალხო დამცველს - პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ჩავიდეს ჭიათურაში და ადგილზე გაეცნოს მაღაროელების პრობლემებს; გამოსცეს წერილობითი და ზეპირი რეკომენდაციები შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიმართ, გააკეთოს განცხადებები მაღაროელთა შრომითი უფლებების დასაცავად.მედიას - აქტიურად გააშუქოს ჭიათურაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქცია. ხელი შეიწყოს საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენებას და გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობის გამოკვეთას", - წერია განცხადებაში.  ხელმომწერი ორგანიზაციები: „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ღია საზოგადეობის ფონდი“ „ერთობა 2013“, „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაცია“, „გილდია“, „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი“, „სოლიდარობის ქსელი“. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ პირობების დაკმაყოფილებაზე საუბარი მაღაროების გახსნის და სამუშაო პროცესის აღდგენის შემდგომ შეიძლება, დაიწყოს. როგორც კომპანიაში რადიო თავისუფლებასთან განაცხადეს, ამ ეტაპზე ხელფასების 5%-ით მომატებაზე არიან თანახმა.

ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა

ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.    უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.    მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.   რამდენიმედღიანი პროტესტის ფონზე, ჭიათურაში, ცხრა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მაღაროელების პროტესტის ფონზე, სახალხო დამცველი ჭიათურაში ჩასვლას აანონსებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს 15 ივნისს შეხვდება. იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომ ჭიათურაში მაღაროელებს, მთელ რიგ საკითხებთან ერთად, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად არის ჩართული ჭიათურაში მიმდინარე პროცესებში. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა „როდესაც ეს პრობლემა დაიწყო, პირველივე წუთებიდან ჩავერთეთ. დღეს ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები ჭიათურაში. გუშინ, ხელისუფლებას მოვუწოდე, მედიატორი ჩასულიყო, რადგან იქ მმართველი დანიშნულია სახელმწიფოს მიერ და ამიტომ, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მედიაციის პროცესი განახორციელოს. მე ვაპირებ 15 ივნისს ჩავიდე ჭიათურაში, რომ მე თვითონ გავეცნო პრობლემას, შევხვდე მშრომელებს. იქ არის მთელი რიგი პრობლემები, რომელსაც ისინი ასახელებენ, მათ შორის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ძალიან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები. მე თვითონ ვიქნები 2 დღეში და შევხდები ამ ადამიანებს“, - განაცხადა იოსელიანმა. ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა 13 ივნისს შიმშილობა დაიწყეს. მაღაროელები კვირაზე მეტია, ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.  

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა.  "მეთერთმეტე მაღაროელმა დაიწყო შიმშილობა და მან დღეს პირი ამოიკერა. ის არ არის ერთადერთი და შესაძლოა, სხვებმაც იგივე გააკეთონ. ველოდებით მედიატორის პასუხს. პროტესტი არ შეწყდება თუ მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილება", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ. ჭიათურაში მაღაროელები მე-11 დღეა, გაფიცულები არიან. ისინი ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელების ნაწილი უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს კიდეც. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა  

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა

ჭიათურაში პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. მანამდე, ერთ-ერთმა მათგანმა პირიც ამოიკერა. 3 000-ზე მეტი მაღაროელი თითქმის ორი კვირაა, გაფიცულია. 10 დასაქმებული მე-7 დღეა, შიმშილობს. „ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მოშიმშილეებს ვისაც ვუთხარი, ლამის ყველა წინააღმდეგი იყო. მინდა, ამით ყველას დავანახო, რომ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა, დავინახო „ჯორჯიან მანგანეზი“, არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, ერთად დავინახავთ ყველა“, - ამბობს პროტესტის მონაწილე გავრცელებულ ვიდეოში. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა 15 ივნისს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულებს შესთავაზა, განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ყველა პირობის დაკმაყოფილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი 19 ივნისს, თბილისში გაგრძელდება.

ჭიათურიდან თბილისში გადავინაცვლებთ და პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გავაგრძელებთ - გაფიცული მაღაროელები

გაფიცული მაღაროელები აცხადებენ, რომ ჭიათურიდან თბილისში გადაინაცვლებენ და პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გააგრძელებენ.  „ჩვენთვის მიუღებელი და დამამცირებელია კომპანიის მხრიდან გაკეთებული განცხადება ხელფასის ხუთი პროცენტით გაზრდის შესახებ. ამიტომ მივმართავთ პროტესტის ამ ფორმას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა 15 ივნისს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულებს შესთავაზა, განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ყველა პირობის დაკმაყოფილებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი პროტესტი 19 ივნისს, თბილისში გაგრძელდება.  

„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების მიუხედავად, მაღაროელთა ნაწილის პროტესტი ჭიათურიდან თბილისში ინაცვლებს

„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების შემდეგ, მაღაროელთა ნაწილის პროტესტი ჭიათურიდან თბილისში ინაცვლებს. 18 ივნისს, ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. მანამდე, ერთ-ერთმა მათგანმა პირი ამოიკერა. 3 000-ზე მეტი მაღაროელი თითქმის ორი კვირაა, გაფიცულია. 10 დასაქმებული მე-8 დღეა, შიმშილობს. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა 18 ივნისს, მაღაროელთა მხრიდან პროტესტის ზემოთ აღნიშნული უკიდურესი ფორმის მიმართვის შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან, დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ. კომპანიის განცხადების მიხედვით, გუშინ, 18 ივნისს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს: 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით; პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც; კომპანიაში აუდიტის ჩატარება. ამის შემდეგ, ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები კვლავ აცხადებენ, რომ მათი ნაწილი მთავარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თბილისში მიდის. ისინი ამბობენ, რომ კომპანიას „დამცინავი დამოკიდებულება აქვს და მოთხოვნის შესაბამისად ხელფასს არ ზრდის. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას. ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.    უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.    მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.   „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის.   ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.   მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.   

მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია - „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი

ჭიათურაში კომპანიის ფინანსური ზარალი 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია, - ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების მიუხედავად, მაღაროელთა ნაწილის პროტესტი ჭიათურიდან თბილისში ინაცვლებს ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა „ცალსახად იყო მოთხოვნილი ხელფასების 20%-იანი მატება. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ წლებია კომპანია ზარალიანია. წლებია, ეს კრიზისი ჭიათურაში გრძელდება. 15% ჩვენი არსებული სახელფასო ფონდიდან არის 10 მლნ დოლარის ოდენობით წლიური ხარჯი. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ჩვენი მიზანია, სამუშაოები განვაახლოთ ჭიათურაში. არანაირად არ აქვს კომპანიას სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეჩერებული იყოს. ვცდილობთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ და ყველაზე მარტივ გამოსავლად გვეჩვენება მოლაპარაკება. მზად ვართ, ღია ვართ, დამოუკიდებელი აუდიტის ჩართულობით, კომისიის შექმნის გზით, რაც სახელმწიფოს მონაწილეობით იქნა შემოთავაზებული, რომელშიც ჩართული იქნებიან, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიატორი, შრომის ინსპექტორი, დასაქმებულები და დამსაქმებლები. მზად ვართ, ერთობლივად შევისწავლოთ, თუ რა ხდება, რამ გამოიწვია ზარალიანობა ჭიათურაში, რატომ მივედით ამ შედეგამდე, რა გამოსწორების გზებს ვთავაზობთ ჩვენ დასაქმებულებს, ერთად ვიმსჯელოთ იმისათვის, რომ გამოვიყვანოთ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან,“ - განაცხადა თუთბერიძემ. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას. ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.    უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.    მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.   „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის.   ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.   მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში. 

ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები პარლამენტთან კარვების გაშლას გეგმავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ, დაშლას არ აპირებენ და ღამეს ადგილზე გაათენებენ. ერთ-ერთი მაღაროელის, ტარიელ მიქაძის განცხადებით, გაფიცულები, სამართალდამცველებთან შეთანხმებით, პარლამენტის შენობის წინ კარვებს გაშლიან. აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე განახლდება. ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, ხვალ პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გეგმავენ. „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების მიუხედავად, მაღაროელთა ნაწილის პროტესტი ჭიათურიდან თბილისში ინაცვლებს გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას. ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.    უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.    მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.   „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.   მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.    „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, რომელთა ნაწილმა პროტესტი თბილისში განაგრძო, პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ. ოფისთან დაგეგმილია განცხადების გაკეთება. მსვლელობის დასრულების შემდეგ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ კვლავ განახლდება. ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები პარლამენტთან კარვების გაშლას გეგმავენ „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების მიუხედავად, მაღაროელთა ნაწილის პროტესტი ჭიათურიდან თბილისში ინაცვლებს პროტესტის მონაწილეებმა მოუწოდეს პოლიტიკოსებს, აქციაზე მისვლისგან თავი შეიკავონ.   გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას. ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.    უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.    მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.   „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.   მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.    „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.

მაღაროელებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს

მაღაროელების განცხადებით, დღეს დილიდან აქციების პარალელურად შიმშილობას დაიწყებენ. პროტესტის უკიდურესი ფორმა აქციის 4-მა მონაწილემ აირჩია. ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, მესამე დღეა, აქციას მართავენ. მათ ადგილზე კარვები გაშალეს. 20 ივნისს, აქციის მონაწილეებმა დღეს “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობაც გამართეს. ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები, „ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობს მართავენ გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.    უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.    მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.   „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.   მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.    „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.

„ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის“ შემთხვევაში, მაღაროელებს მართვა გადასცეს

„ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში“, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს. შესაბამის განცხადებას კომპანია Facebook-ზე ავრცელებს. კომპანია აცხადებს, რომ კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება მათთვის მთავარი ღირებულება, ხოლო მიზანი, კრიზისული სიტუაციის მოგვარებაა. “ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა. კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ. ​ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს”, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები კვირაზე მეტია, გაფიცულები არიან და “ჯორჯიან მანგანეზისგან” 14 - პუნქტიანი მოთხოვნის შესრულებას ითხოვენ. მაღაროელების ნაწილი საპროტესტო აქციებს თბილისში, პარლამენტთან მართავს, პარლამენტის წინ გაშლილია კარვები, შიმშილობას კი, 4 ადამიანი აგრძელებს. კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები - ომბუდსმენი მაღაროელებზე მაღაროელებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.    უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.    მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.   „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.   მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.    „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ამბობდა, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.  

მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზს“: ჩვენი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული - ეს არის მოთხოვნა და არა ბიზნესის მართვა

გაფიცულმა მაღაროელებმა მათთვის მაღაროების მართვაში გადაცემაზე კომპანიის შეთავაზებას უპასუხეს. დღეს, 23 ივნისს, ჭიათურაში აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთმა მაღაროელმა განაცხადა, რომ „ბიზნესის მართვა“ და მაღაროს გადაცემა მათი მოთხოვნა არ ყოფილა, არამედ ითხოვენ პირობების, მათ შორის, ანაზღაურების გაუმჯობესებას. „ჩვენი მიზანი არაა თანამდებობები, სკამზე ჯდომა, ბევრი ფულის შოვნა. ჩვენ, წესიერი ადამიანები, დავბრუნდებით ისევ იმ სამუშაოებზე, რაც ვიცით და რისი პროფესიონალები ვართ. ჩვენი შრომითი ანაზღაურება უნდა იყოს ღირსეული - ესაა ჩვენი მოთხოვნა და არა ის, რომ ბიზნესი ვმართოთ", - განაცხადა აქციის მონაწილემ რადიო თავისუფლების ცნობით. გაფიცული მაღაროელების შესახებ განცხადება „ჯორჯიან მანგანეზმა" 22 ივნისს, გვიან ღამით, გაავრცელა. კომპანია აღნიშნავს, რომ კონსენსუსის შემთხვევაში, მზად არის, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, „თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის“ შემთხვევაში, მაღაროელებს მართვა გადასცეს  

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში ერთ-ერთ მაღაროში (დარკვეთის) დასაქმებულები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნაა, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 12-საათიან გრაფიკზე გადაიყვანოს, რითაც შემცირდება მათი სამუშაო დღეები. ერთ-ერთი დასაქმებული, რომელიც ფეისბუქგვერდზე "მაღაროელი" პირდაპირ ეთერში საუბრობდა, აცხადებს, რომ ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადაყვანას დამსაქმებელი ჯერ კიდევ 5 თვის წინ დათანხმდა მათ, თუმცა პირობა შეუსრულებელი დარჩა: „ველოდებოდით 5 თვის განმავლობაში, რომ გადავიდოდით ამ გრაფიკზე... ამბობდნენ, რომ ხალხი დარჩებოდა უმუშევარი, [არაფერი იცვლება] ადამიანების რაოდენობა იგივე რჩება..." გაფიცული ამბობს, რომ შეცვლილი გრაფიკით მუშაობის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა მათთან რამდენიმე დღის წინაც, 28 ნოემბერსაც ისაუბრა. „შევთხნმდნენ, რომ გადაგიყვანთ 12-საათიან გრაფიკზეო. თუმცა, როცა დაითვალეს აღმოჩნდა ხელფასში 9 ლარი სხვაობა. 164 ლარია 12-საათიან გრაფიკზე, ჩვენ გვითხრეს 9 ლარით ნაკლები 155 ლარი". "ჯორჯიან მანგანეზს“ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.  

მაღაროელები აცხადებენ, რომ კომპანიასთან შეთანხმება შედგა

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების განცხადებით, ხუთდღიანი პროტესტის შემდეგ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook გვერდზე გაავრცელეს. მათი თქმით, მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. „რაღაც დრო არის აღებული, რათა სრულყოფილებაში მოვიდეს ეს ყველაფერი. დარკვეთის მაღარო 3 იანვრიდან გადავა 12-საათიან გრაფიკზე, რაც აქ დასაქმებულების მოთხოვნა იყო. ამავე დროს, პირველი თებერვლიდან გასწორდება ხელფასების სხვაობა და გაუთანაბრდება დანარჩენ 12-საათიან მომუშავეებს; ასევე, 8-საათიან გრაფიკზე მომუშავეთა საათობრივი ანაზღაურება ნაკლებია 12-საათიან გრაფიკზე მომუშავეებთან შედარებით, რაც გაღიზიანებას იწვევდა დასაქმებულებში, ესეც გასათანაბრებელი იყო. მივედით იმ შედეგამდე, რომ კომპანიამ გვთხოვა, გაეთვალისწინებინა კრიზისი, ე.წ. გაჭირვება და მიგვეცა 6 თვე. პირველ ივნისს იმ ადამიანების ხელფასიც გადაიხედება, სატარიფო გაუთანაბრდება საათობრივი ანაზღაურებით 12-საათიან მომუშავეებს,“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა - ეს თვეში 15 დღე მუშაობას გულისხმობს. მაღაროელები ანაზღაურების გაზრდასაც მოითხოვენ, თუმცა, ისინი აცხადებდნენ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობდა.

ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში ოთხ მაღაროს დროებით ხურავს

კომპანია ჯორჯიან მანგანეზის განცხადებით, ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთომოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა და ამის გამო, ჭიათურაში მოქმედ ოთხ მაღაროს დროებით დახურავენ. „უხვმა ნალექმა ე.წ ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. ​თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება," - წერია განცხადებაში.