სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან დაშორებული არც არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
- ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე
- ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი
„სააკაშვილი პოლიტიკიდან დაშორებული არასდროს ყოფილა, ის უშუალოდ იღებდა მონაწილეობას. ვინმეს თვალის ასაფარად იმას თუ აკეთებდნენ, რომ ხაბეიშვილი დაგვისვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ყველა კარგად ხვდება, ვინ არის რეალურად იმ პარტიის შემქმნელი, დამფუძნებელი, თავმჯდომარე, რიგითი წევრი თუ ასე შემდეგ. ასე რომ, ეს ყველაფერი ცხადი და ნათელია. სააკაშვილი არასდროს ყოფილა დაშორებული ქართული პოლიტიკიდან. პირიქით, ყოველთვის იღებდა მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ამის უფლება, რადგან არ არის საქართველოს მოქალაქე. მან თავად ჩააბარა ქართული პასპორტი და უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ეს კიდევ ცალკე განხილვის საგანია, როცა ყოფილი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს დგამს. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.