ოკუპირებულ ცხინვალში მასობრივი ღონისძიებებზე, მათ შორის სადღესასწაულო, სამგლოვიარო და მემორიალური ღონისძიებების ჩატარებაზე კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა
სააგენტო „რეს“-ის ცნობით, დე ფაქტო ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც დე ფაქტი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა. „ის რომ, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, სწორი გადაწყვეტილება იყო. დღეს უკვე შეზღუდვების მოხსნა მასობრივი ღონისძიებების გამართვაზეც არის შესაძლებელი. ეჭვგარეშეა, რომ ყველა დაწესებულებასა და ორგანიზაციაში სანიტარული ზომების დაცვა აუცილებელია“, - განაცხადა ბიბილოვმა.
ოკუპირებულ ცხინვალში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 2 901 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.