აშშ-ის ჯორჯიის შტატის ფულტონის საგრაფოს პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დონალდ ტრამპს არჩევნების შედეგზე ზეგავლენაში ედავებიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ფულტონის ოლქის პროკურორის, ფანი უილისის თქმით, „გამოძიება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ, ჯორჯიის საარჩევნო კანონის პოტენციური დარღვევებით, რომლებიც კრძალავს საარჩევნო გაყალბებას, ცრუ განცხადებებს შტატებსა და ადგილობრივ მთავრობებში, შეთქმულებას, რეკეტს, ფიცის დარღვევას და ძალადობაში ნებისმიერ მონაწილეობას საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საფრთხეებით.
გამოცემიც ცნობით, ეს სისხლის სამართლის საქმე ტრამპის მდგომარეობას იმპიჩმენტის პარალელურად კიდევ უფრო ამძიმეს.