უკრაინამ წარმატებით გამოსცადა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის განადგურების სიშორე ათას კილომეტრს შეადგენს. Unian-ის თანახმად, ამის შესახებ ახელმწიფო კონცერნის „უკრობორონპრომი“ იტყობინება.
„უკრობორონპრომის“ პრესმდივანი ნატალია სადი უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალთან ვალერი ზალუჟნისსთან, საჰაერო ძალების მეთაურთან, ნიკოლაი ოლეშუკთან და „უკრობორონპრომის“ დირექტორთან, იური გუსევთან ფოტოს აქვეყნებს წარწერით: „ჩვენი 1000 კმ-ზე მფრინავი უპილოტოს წარმატებით გამოყენების შემდეგ“.
უპილოტო საფრენი აპარატის ფრენის სიშორე - 1000 კმ. საბრძოლო ნაწილის წონა - 75 კგ.