ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი დარწმუნებულია ევროკომისია მიმდინარე სამუშაოზე ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებს, რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რამხელა პროგრესი იყო მიღწეული კონკრეტულად 12 რეკომენდაციასთან მიმართებით. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა მედიასთან განაცხადა.
„რა თქმა უნდა, არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ევროკომისიის შეფასებაზე ვიმსჯელო. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მიმდინარე სამუშაოზე ისინი ძალიან დეტალურ შეფასებას გააკეთებენ, რამდენად ინკლუზიური იყო ან არ იყო პროცესი, რამხელა პროგრესია მიღწეული ამ კონკრეტულ 12 რეკომენდაციაზე. იმ ფაქტის დამატებით, რომ ვენეციის კომისიამ მოსაზრებები გამოაქვეყნა სასამართლოებზე კანონის შესწორებებთან დაკავშირებით და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე.
იქ ძალიან ნათელი და კონკრეტული პუნქტები იყო, თუ რა არის საჭირო მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, რაც იმის ნიშანია, თუ რამდენად ერთგულია ამ პროცესში ევროკავშირი საქართველოს წარმატების. ძალიან კონკრეტული პუნქტებია იმაზე, თუ რა ნაბიჯებია საჭირო. პარლამენტი თუ ამ ნაბიჯებს გადადგამს, ის საქართველოს იმასთან დააახლოებს, სადაც ყველას სურს საქართველოს ნახვა - დეკემბერში კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მიღება”, - განაცხადა კელი დეგნანმა.