„იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ნიკა გვარამიას „ქეისთან" დაკავშირებულ პრობლემებს და არგუმენტირებულ, მოტივირებულ (reasoned) გადაწყვეტილებამდე მივიდოდა“, - აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას.
„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ [ნია გვარამიას პატიმრობის გაგრძელების გადაწყვეტილებით]. თავიდანვე აშშ გამოხატავდა შეშფოთებას ამ საქმესთან დაკავშირებით, დაპატიმრების დროსთან დაკავშირებით, ბრალდებებთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, განაჩენთან დაკავშირებით. როგორც ბევრჯერ ვთქვით, ასეთ სასამართლო გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ჩარევის აღქმაც კი ძირს უთხრის საქართველოს სასამართლო სისტემას, ძირს უთხრის სასამართლოს მიუკერძოებლობისადმი საზოგადოების ნდობას, რაც ასე მნიშვნელოვანია ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატიისთვის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვქონდა, რომ უზენაესი სასამართლო დაინახავდა ამ ქეისთან დაკავშირებულ პრობლემებს და დასაბუთებულ (reasoned) გადაწყვეტილებას გამოიტანდა“, - განაცხადა დეგნანმა.