შსს-მ ერთ-ერთ კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციისას 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციისას 8 პირი დააკავეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითაა დაწყებული, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას გულისხმობს.

ამასთან, დანაშაული 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.