უკრაინის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინების გამოყენება ოფიციალურად აკრძალა. ამ გადაწყვეტილების შესახებ უკრაინის მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 8 თებერვლით თარიღდება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინაში აკრძალულია Covid-19-ის პრევენციისთვის განკუთვნილი ვაქცინები ან სხვა სამედიცინო იმუნობიოლოგიური პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შექმნილია და / ან წარმოებულია უკრაინის უმაღლესი რადას მიერ აღიარებული აგრესორ ქვეყანში.