აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 44 614 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 398 ადამიანი გარდაიცვალა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში, საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 7 762 546-მდე, დაღუპულების კი - 214 768-მდე გაიზარდა.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.