რიკოთის უღელტეხილზე, მდინარეში კაცის ცხედარი იპოვეს

რიკოთის უღელტეხილზე უბისის მონაკვეთზე მდინარეში კაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცი მშენებარე ხიდიდან გადავარდა და წყალმა წაიღო.

თვითმხილველების ცნობით, კაცი დინებამ გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.