COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 557 ადამიანს დაუდასტურდა, 639 გამოჯანმრთელდა, 10 კოვიდინფივირებული კი გარდაიცვალა. ინფრომაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 890 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 380 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 510 PCR ტესტით.

ჯამში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა შეადგენს 264 158-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 256 024-მდე. 3 321 გარდაიცვალა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.54%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.5%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.23%.

557 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლინდა 209, აჭარა - 21, იმერეთი - 113, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 63, გურია - 33, სამეგრელო - ზემო სვანეთი -24, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 4 787, საიდანაც: 2 083 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 960, აჭარაში - 160, იმერეთში - 448.

მძიმე პაციენტი: 456. მათ შორის, თბილისში - 188, აჭარაში - 47, იმერეთში - 119.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 129, მათგან თბილისში - 91, აჭარაში- 7, იმერეთში - 17.

290 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 151 - თბილისში, 128 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 414 ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 386 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, ხოლო აჭარაში - 100.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 713 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 886 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 456 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 380