უკრაინა უკვე იცავს თავისუფლების სივრცეს NATO-ში და ელოდება ალიანსის ლიდერების გამბედაობას, რომ ეს აღიარონ, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს, ლონდონში უკრაინის აღდგენის კონფერენციის ვიდეოჩართვისას.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ უკვე მიაღწია წარმატებას ევროკავშირის გაერთიანების თვალსაზრისით, ისე, როგორც არასდროს.
უკრაინის ლიდერის თქმით, ეს ნამდვილად არის ღირებულებების ერთიანობა, რაც აისახება სხვადასხვა გადაწყვეტილებაში.
- გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას
- უკრაინას NATO-ში გაწევრიანებისკენ საკუთარი გზა ექნება - პენტაგონი
უკრაინამ გამოიყენა სოლიდარობის მთელი ძალა, რისთვისაც ევროკავშირი შეიქმნა და უკრაინა ასევე ააქტიურებს NATO-ს მორალურ სიძლიერეს, განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, როგორც უკრაინა უკვე ეკუთვნის ევროკავშირის ღირებულების სივრცეს და ეკუთვნის NATO-ს უსაფრთხოების სივრცეს.
„დე ფაქტო, უკრაინა უკვე არის ევროკავშირის საერთო ბაზრის ნაწილი და სრულფასოვანი წევრობის გზაზე, ჩვენ უკვე ვიცავთ ალიანსის თავისუფლების საერთო სივრცეს და მხოლოდ ალიანსის ლიდერების გამბედაობას ველოდებით, რომ პოლიტიკურად აღიარონ ეს რეალობა“, - აღნიშნა უკრანის პრეზიდენტმა.
28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს.
ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება.