კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიოთ - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიოთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"პირველ ვიცე-პრეზიდენტზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, გვექნება. კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამ კანონის შესაბამისად ავირჩიოთპირველი ვიცე-პრეზიდენტი. ამ გადაწყვეტილებას დღეს მივიღებთ თუ უახლოეს დღეებში, წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა ეს გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული და, რა თქმა უნდა, საჯაროდ გახდება ცნობილი.

საბჭოს ყველა წევრს აქვს უფლება, რომ გახდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. პროცედურა ასეთია - საბჭოს ნებისმიერ ორ წევრს შეუძლია რომელიმე კანდიდატი წარადგინოს, შემდეგ საბჭო იმსჯელებს და ხმების უმრავლესობით გადაწყდება," - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

კანონში შეტანილი ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის.
 
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.
 

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე 16 ივნისს წარუდგინა.

23 თებერვალს პრეზიდენტმა ,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.

პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია.