პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიოდნენ და საქართველოს მოსახლეობას გვარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა, თითქოს ხელისუფლებამ მოწამლა, ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს მოსახლეობას იმ სიბინძურისა და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
- ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე
- ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი
„იყო უბრალოდ პიარკამპანიის ნაწილი, მაშინ ასე აწყობდათ, რომ ის პოლიტიკაში არ ერეოდა, არადა რეალურად მას ამის უფლება კანონით არა აქვს, რადგან ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. წარმოგიდგენიათ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავად განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობა, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს. ეს ადამიანი დღეს გამოდის და პრეტენზია აქვს იმაზე, რომ პოლიტიკაში იქნება ჩართული. რეალურად არასდროს ყოფილა დაშორებული პოლიტიკისგან.
ჩვენ მოვისმინეთ, ვნახეთ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით იმ ბინძურ კამპანიას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ იყო აგორებული და მილიონობით თანხები დახარჯეს ამაში მან, მისმა გარემოცვამ, მისმა ოჯახის წევრებმა, დაკავებული იყვნენ ქვეყნის შეურაცხყოფით, ტალახის სროლით, ჩართული ჰყავდათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკოსები. მე მაინტერესებს პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიოდნენ და საქართველოს მოსახლეობას გვარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი კვდებოდა, თითქოს ხელისუფლებამ მოწამლა, ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს მოსახლეობას იმ სიბინძურისა და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ“, - განაცხადა კალაძემ.