თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ? - ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას, აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ! - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
- ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე
- ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - თუ ასე კარგად ვარ, რატომ არ უშვებთ ჩემთან პარლამენტის წევრებს რომ მნახონ?
რატომ დაბლოკეთ ჩემი ONLINE ჩართვა სასამართლოზე? ჩემს და თქვენს შორის განსხვავებაც სწორედ ისაა, რომ რაც არ უნდა მიმძიმდეს, ბოლო ამოსუნთქვამდე მაინც გამოვხატავ ჩემს პოზიციას. აზროვნებას ვერ ამიკრძალავთ!“ - აცხადებს სააკაშვილი.