რუსეთის ელჩი მოლდოვაში, ოლეგ ვასნეცოვი ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროში დაიბარეს. რუს დიპლომატეს მოსთხოვეს, განემარტა ხერსონში რუსეთის ე.წ. წარმომადგენლის ბოლო განცხადებები. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლდოვა მკაცრად გმობს ამ განცხადებებს, რომელიც შეიცავს მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ მუქარას შეიცავს.
„ასეთი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ არ შევეგუებით მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ მსგავს გამონათქვამებს", - აცხადებენ სამინისტროში.
მანამდე, ვლადიმერ სალდომ ხერსონის რეგიონსა და ყირიმს შორის დაბომბვის შედეგად დაზიანებული ხიდები მოინახულა.
ვიდეოში ის საპასუხო დარტყმაზე საუბრობდა და სოფელ გიურგიულესტში ხიდს ახსენებს.
სოფელი გიურგიულესტი მოლდოვის კაჰულის რეგიონში, რუმინეთისა და უკრაინის საზღვარზე მდებარეობს. ეს დასახლება უკრაინამ ტერიტორიული დავის მოგვარების ფარგლებში მოლდოვას გადასცა.