აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერებს სანქციები დაუწესდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აშშ-ს მთავრობამ სანქციების დაწესების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მინამარში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები შეეხებათ როგორც სამხედრო ძალების ლიდერებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს. ამავდროულად, სამხედრო ხუნტას შეეზღუდება აშშ-ში არსებულ სამთავრობო ფონდებზე, დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარზე წვდომა.
"მიანმარელმა ხალხმა ხმა აიმაღლა და მსოფლიო ამას ხედავს. პროტესტის ზრდასთან ერთად ძალადობის გამოყენება მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარ დემოკრატიულ უფლებებს იყენებს, მიუღებელია და ჩვენ ამას მუდმივად აღვნიშნავთ. ჩვენს გავამკაცრებთ კონტროლს ექსპორტზეც, გავყინავთ აშშ-ში არსებულ ყველა ანგარიშს, რომლიდანაც მიანმარის მთავრობას შეუძლია სარგებლობა, თუმცა, ამავდროულად მივაწვდით დამხმარებას სამედიცინო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა სფეროების წარმომადგენლებს, რაც პირდაპირ მიანმარელ ხალხს დაეხმარება". - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის სამხედრო ხუნტას მოუწოდებს გაათავისუფლონ დაკავებული ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფრო მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება.