ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომელიც დრონების საწინააღმდეგო საშუალებებსაც მოიცავს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.
ესტონეთი ირლანდიასთან თანამშრომლობით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო ჰოსპიტალს გადასცემს.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა, რათა შევაჩეროთ რუსული აგრესია“, - წერია განცხადებაში.
ინფორმაციაში არ არის მითითებული, თუ რა ღირებულების პაკეტზეა საუბარი.
ესტონეთის მთავრობამ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების პრინციპები დაამტკიცა. ამრიგად, ესტონეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ასეთი სამართლებრივი გზა შეიმუშავა.